Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ისტორიკოს იუვალ ჰარარის გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ისტორიკოს იუვალ ჰარარის გამოსვლის ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აგვისტოს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ისტორიკოს იუვალ ჰარარის საუბრის ფრაგმენტი (არქივირებული ბმული), სადაც ის ამბობს: "21-ე საუკუნის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეკითხვაა, რაში გვჭირდება ადამიანები, ან მინიმუმ, რაში გვჭირდება ამდენი ადამიანი? [შემდეგ წამყვანის კითხვაზე აქვს თუ არა მას პასუხი გაცემული ამ კითხვაზე წიგნში, ჰარარი აგრძელებს] ამჟამად, ერთადერთი "საუკეთესი გამოსავალი" რაც გვაქვს, იყვნენ ადამიანები კმაყოფილები ნარკოტიკებითა და კომპიუტერული თამაშებით". ვიდეო ამ მონაკვეთში წყდება და აღწერასთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჰარარის ადამიანების მიზანმიმართულად ნარკოტიკებსა და კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებას მხარს უჭერს და კაცობრიობის ამგვარ "კონტროლის" გეგმაზე საუბრობს.

ვიდეო ამოჭრილია 2015 წლის 24 ივლისს ჰარარის TEDtalk-იდან, სადაც ის პასუხს სცემს კითხვას, რატომ მართავენ ადამიანები სამყაროს. ჰარარის მთავარი არგუმენტია, რომ ადამიანები დედამიწაზე დომინირებენ არა იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ყველაზე ძლიერები ან ჭკვიანები არიან, არამედ იმიტომ, რომ შეუძლიათ მილიონობით ადამიანთან თანამშრომლობა. ამის შესაძლებლობას კი ადამიანების უნიკალური უნარი ქმნის — ირწმუნონ და გაიზიარონ საერთო ისტორიები და წარმოსახვითი რეალობები, როგორიცაა ფული, სახელმწიფოები, რელიგიები და კანონები.

გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჰარარის მცირე ინტერვიუ აქვს TEDTalk-ის წამყვანთან, რომელიც ჰარარის მისი ახალი წიგნის შესახებ ეკითხება:

წამყვანი: ახალ წიგნში თქვენ საუბრობთ, ის საოცარი მიღწევები, რომლებსაც ამჟამად ვხედავთ, არა მხოლოდ პოტენციურად გააუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ შექმნის და ციტატას მოგიყვანთ „ახალ კლასებსა და ახალ კლასობრივ ბრძოლებს, ისევე როგორც ეს ინდუსტრიულმა რევოლუციამ გააკეთა." შეგიძლიათ, უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რას გულისხმობთ?

ჰარარი: დიახ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ჩვენ ვიხილეთ ახალი კლასის, ურბანული პროლეტარიატის, შექმნა. ბოლო 200 წლის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის დიდი ნაწილი სწორედ ამ კლასის, მის წინაშე არსებული ახალი პრობლემებისა და შესაძლებლობების მართვას უკავშირდებოდა. ახლა კი ჩვენ ვხედავთ ახალი, უზარმაზარი კლასის, „უსარგებლო ადამიანების“, შექმნას. რაც უფრო და უფრო უმჯობესდება კომპიუტერების შესაძლებლობები და ისინი სულ უფრო მეტ სფეროში აღწევენ წარმატებას, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ისინი ადამიანებზე უკეთ შეასრულებენ დავალებების უმეტესობას და ადამიანები საჭირო აღარ გახდებიან. ამ შემთხვევაში, XXI საუკუნის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური კითხვა იქნება: "რისთვის გვჭირდება ადამიანები?" ან, მინიმუმ: "ამდენი ადამიანი რისთვის გვჭირდება?"

წამყვანი: წიგნში ამ კითხვაზე პასუხს გვთავაზობთ?

ჰარარი: ამ ეტაპზე, ჩვენი საუკეთესო ვარაუდია, რომ ისინი ნარკოტიკებითა და კომპიუტერული თამაშებით ბედნიერად უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არც ისე მიმზიდველ მომავალს ჰგავს.

წამყვანი: კარგი, ანუ თქვენ, ფაქტობრივად, ამბობთ, როგორც წიგნში, ისე ახლა, რომ მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობაზე არსებული მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, ჩვენ ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ?

ამდენად, ეს სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი მანიპულაციურია, რადგან კონტექსტიდან ამოჭრისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ჰარარი თავად უჭერს მხარს ან რეკომენდაციას უწევს ადამიანების ნარკოტიკებითა და კომპიუტერული თამაშებით „დაკავებას“. სინამდვილეში, სრულ საუბარში ის ამას შესაძლო მომავლის სცენარად, თანაც აშკარად არასასურველ ვარიანტად წარმოაჩენს — რასაც მისი მომდევნო ფრაზაც ადასტურებს: მაგრამ ეს არც ისე მიმზიდველ მომავალს ჰგავს “but this doesn't sound like a very appealing future.”

კონტექსტისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს საუბარი ჰარარის წიგნის ჰომო დეუსი: ხვალინდელობის მოკლე ისტორია (Homo Deus: A Brief History of Tomorrow) ირგვლივ გაიმართა.

ეს სწორედ ის წიგნია, სადაც ჰარარი ავითარებს იდეებს: „უსარგებლო კლასის“ (useless class) შესაძლო წარმოქმნის შესახებ; ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის გავლენაზე შრომის ბაზარზე; ბიოტექნოლოგიებისა და AI-ის შედეგად ადამიანებს შორის ახალი ბიოლოგიური უთანასწორობის რისკზე. „ნარკოტიკებითა და კომპიუტერული თამაშებით ბედნიერად შენარჩუნების“ ფრაზაც სწორედ Homo Deus-ის იმ მსჯელებიდან მოდის. ჰარარი ამას საკუთარ წინადადებად კი არა, არამედ ერთ-ერთ დისტოპიურ შესაძლებლობად განიხილავს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
ოქტ 07, 2025
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 19, 2025
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
ნოე 15, 2024
სოციალურ ქსელში მუსლიმი მესხების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში მუსლიმი მესხების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება
დეკ 25, 2025
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.