Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 4, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტში ვკითხულობთ: „მას შემდეგ, რაც მერცი კიევს 5 მილიარდ ევროს დაჰპირდა, ზელენსკიმ თქვა, რომ მას არასდროს უნახავს ასეთი გამორჩეული გერმანიის კანცლერი“.  სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

მსგავსი ინფორმაცია სანდო მედიასაშუალებების გვერდებზე არ იძებნება. იდენტური შინაარსის ციტატას მხოლოდ რუსულენოვან გვერდებზე ვპოულობთ (1; 2; 3).

პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთადაა. ფოტო 2025 წლის 28 მაისს ბერლინში, ერთობლივ პრესკონფერენციაზეა გადაღებული. უკრაინა და გერმანია მომავალში სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ბერლინი უკრაინის ტერიტორიაზე   შორ მანძილზე მოქმედების იარაღის წარმოებას დააფინანსებს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას ახალი 5 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი გამოუყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმების შესახებ X-ზეც დაწერა და განაცხადა: „უკრაინამ და გერმანიამ მიაღწიეს ახალ შეთანხმებებს ერთობლივ თავდაცვით საწარმოო პროექტებზე. მოხდება ინვესტირება უკრაინაში შეიარაღების, განსაკუთრებით დრონების წარმოებაში, რაც ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია.“

ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს დახმარების გამოყოფის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მას არასდროს უნახავს ასეთი გამორჩეული გერმანიის კანცლერი“, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 14, 2024
დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა
დეზინფორმაცია: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოები წაშალა
მარ 07, 2025
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 20, 2025
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
დეზინფორმაცია: 300 ათასმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ბრძოლის ველზე იარაღი დაყარა
ოქტ 22, 2025
სოციალურ ქსელში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
იან 30, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.