Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში რეჟისორ გიორგი სავანელის ინტერვიუს მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში რეჟისორ გიორგი სავანელის ინტერვიუს მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აპრილს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელებში TikTok-სა (ბმული 1, 2, 3, 4, 5) და Facebook-ზე (ბმული 1, 2) ვირუსულად გავრცელდა რეჟისორ გიორგი სავანელის ინტერვიუს მონაკვეთი. გავრცელებულ მონაკვეთში სავანელი ამბობს: "ვერაფერი ვერ მოძებნეს ჩემს ცხოვრებაში, რაიმე დარღვევა, რაიმე მორალური, ზნეობრივი, საკანონმდებლო, ფინანსური. ორად-ორი რამ დარჩა მთელ სახელისუფლებო პროპაგანდას ჩემს წინააღმდეგ: ის, რომ ვარ მახინჯი და მეორე, პირდაპირ უნდა ვთქვა თქვენს ეთერში, ის, რომ ვარ **ედერასტი" (არქივირებული ბმული).

აღნიშნული მონაკვეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2026 წლის 10 მარტს გასული გადაცემიდან, "დისკუსია აქტუალურ თემაზე", არის ამოჭრილი. გადაცემა სიძულვილის ენის საკითხს ეხებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე უნდა ჩაითვალოს თუ არა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მხრიდან სიტყვების "რუსო", "პროპაგანდისტო", "მოღალატე", გამოყენება სიძულვილის ენად, რეჟისორი გიორგი სავანელი პასუხობს (15:13 წუთიდან): "თუ ჩვენ ეთიკას ვიღებთ და ეთიკურ ნორმებს, აი, ამ მიჯნად ხო "რუსო" და რა ტერმინი თქვით მეორე, მოღალატე, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული პიროვნების შეფასებითი ნაწილი, რომელსაც ვიღაც ეთანხმება, ან არ ეთანხმება. ვიღაცამ შეიძლება ეს შეურაცხყოფად აღიქვას, მაგრამ მე როდესაც ვთქვათ იგივეს მეუბნება და ამაზე აუცილებლად მივალ ეხლა. სხვისი ქეისები რომ არ განვიხილო, პირადზე ვიტყვი ამ შემთხვევაში ხო. რაც შეეხებოდა ამ გინებას ხო, პროპაგანდისტული სხვადასხვა პლატფორმები თუ არხები და პირდაპირ ვამბობ, საერთოდ არა მაქვს ამაზე არაფერი დასამლი. იმის გარდა, რომ ვერაფერი ვერ მოძებნეს ჩემს ცხოვრებაში, რაიმე დარღვევა, რაიმე მორალური, ზნეობრივი, საკანონმდებლო, ფინანსური ორად-ორი რამე დარჩა მთელ სახელისუფლებო პროპაგანდას ჩემს წინააღმდეგ: ის რომ ვარ მახინჯი და არავითარი ამბიცია არ მქონია, რომ კარგი შესახედაობის ვარ და ჩემზე ეს არ მოქმედებს. ან მეორე, პირდაპირ უნდა ვთქვა თქვენს ეთერში, ის რომ ვარ ***ერასტი. მე მყავს შვილი, მე მყავს დედა და მე მყავს ცოლი. როგორი მოსასმენია ეს მათთვის? თუ ეხლა თქვენ გინდათ, რომ ვინმეს ვუმტკიცო ეხლა ჩემი სექსუალური ორიენტაცია. სწორედ ამას ვამბობ, ქალბატონო მაკა, მე უბრალოდ მართლა ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და მე ვიცი, მე რა ვარ, რომ აბსოლუტურად და სუფთა ვარ მთელი ჩემი წარსულით, ვისაც რა უნდა, ის ამოქექოს და გამახსენოს. იმიტომ რომ არავითარი, აი, მისხალი შიში და რიდიც კი არა მაქვს ამისი, რომ რამე შეიძლება სიბინძურე გამოვლინდეს და ის რასაც ამბობენ, აი, იმ სიტყვას ეხლა მეორედ აღარ გავიმეორებ, ხო ესეც ჩემთვის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მე ხო ვიცი, რომ ანუ არა ვარ ეს".

ამდენად, სრული ინტერვიუ ცხადყოფს, რომ რეჟისორი გიორგი სავანელი სახელისუფლებო არხების მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ პროპაგადანდისტულ გზავნილებზე საუბრობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი კი, იმგვარადაა მოჭრილი, თითქოს მან გადაცემაში საკუთარი განსხვავებული ორიენტაცია დაადასტურა. აღნიშნული სრულ ინტერვიუში არ დასტუდება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
თებ 19, 2025
სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
დეკ 26, 2025
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში კოვიდ-სერტიფიკატის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
აგვ 30, 2024
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაერთიანებული სამეფოს შესყიდვების შესახებ მანიპულირებული ინფორმაცია ვრცელდება
სექ 03, 2025
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
იან 24, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.