Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Shalva Qavtaradze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), წერს, რომ საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დოკუმენტები მზადდება, რის შესახებაც ინფორმაცია „ტვიტერზე“ (ამჟამინდელი X) გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტების ავტორი კი მარია ზახაროვაა. სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება არ დასტურდება.

BRICS სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა, რომლის სახელწოდებაც აკრონიმს წარმოადგენს. კერძოდ, 2009 წელს ბრაზილიამ (B), რუსეთმა (R), ინდოეთმა (I), ჩინეთმა (C) და სამხრეთ აფრიკამ (S) განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ჯგუფი დააფუძნეს. სახელმწიფოთა ბლოკი საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტის შექმნას, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ჩამოყალიბებასა და ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო წლების განმავლობაში BRICS პოზიციონირებს, როგორც გლობალურ ინსტიტუციებზე დასავლური გავლენის საპირწონე ძალა.

2025 წლის 6 იანვარს ინდონეზია BRICS-ის წევრი სახელმწიფო გახდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე BRICS 10 სახელმწიფოს აერთიანებს: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. მასში არ შედის არც არც ერთი ევროკავშირის თუ NATO-ს წევრი ქვეყანა. ასევე, BRICS-ს ჰყავს 8 პარტნიორი სახელმწიფო, რომლებიც სრულყოფილი გაწევრიანების გზაზე არიან: ბელარუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მალაიზია, ტაილანდი, უგანდა და უზბეკეთი. წევრებისა თუ გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების სიაში არ ვხვდებით საქართველოს.

გარდა ამისა, არც ქართულენოვან და არც რუსულენოვან მედიასაშუალებებში საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან, ან გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ იძებნება.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტის მომზადებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა მუშაობს, ინფორმაცია კი X-ზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ მარია ზახაროვა აქტიურად წერს სოციალურ ქსელ Telegram-ზე, სადაც მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება პლატფორმა X-ს. მარია ზახაროვას განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის გვერდზე ქვეყნდება, სადაც ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება არ დასტურდება.

 

ყველა პოსტის ნახვა

რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
იან 21, 2026
სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
ოქტ 07, 2025
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება
დეკ 24, 2025
გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია
გრიპის ვაქცინის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია
აპრ 22, 2025
სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
ივნ 13, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.