Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

სექტემბერს 28, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებით, მიმდინარეობს კაია კალასისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ მსგავსი საკითხი ამ ეტაპზე განიხილება.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომლის ავტორის მიხედვითაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი მიმდინარეობს (დაარქივებული ბმული). პოსტს თან არ ერთვის რაიმე წყარო, თუ საიდან მომდინარეობს მსგავსი ინფორმაცია.

ძიება არ ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პროცესი მიმდინარეობს. ბოლო მსგავსი მცდელობა ევროპარლამენტში 2026 წლის იანვარში ჰქონდათ ორი რეზოლუცია ჩავარდა: პირველი რეზოლუციის პროექტი, რომელიც წარადგინა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“, უარყოფილ იქნა 179 ხმით მომხრე, 378 ხმით წინააღმდეგ და 37 თავშეკავებით; მეორე რეზოლუციის პროექტი, რომელიც წარადგინა ჯგუფმა „მემარცხენეები“, უარყოფილ იქნა 133 ხმით მომხრე, 383 ხმით წინააღმდეგ და 78 თავშეკავებით.

რაც შეეხება კაია კალასის თანამდებობას, 2026 წლის სექტემბერში გააქტიურად საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გარკვეული ფუნქციები ევროკომისიის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

როგორც მედია იტყობინება, აღნიშნულ ცვლილებას მხარს განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი უჭერენ. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ კაია კალასი თანამდებობას დაკარგავს. მეტიც, აგვისტოს ბოლოს Politico-ს ევროპული გამოცემა იტყობინებოდა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის შეთავაზებით კალასი არათუ შეინარჩუნებდა პოზიციას, არამედ შესაძლოა მისი პორტფოლიო და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული ძალაუფლება გაზრდილიყო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საგარეო ურთიერთობათა სამსახური, როგორც ინსტიტუტი დასუსტდებოდა, კაია კალასის, როგორც საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენლის როლი გაიზრდებოდა, ევროკომისიის ხელში არსებული საგარეო ურთიერთობათა პორტფოლიოს კალასის ხელში გადანცვლებით, რაც შეთავაზებული რეფორმის მიხედვით ფუნქციათა დუბლირებას აღმოფხვრიდა.

უნდა ითქვას, რომ ირლანდიაში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი მსგავს ინსტიტუციურ რეფორმას მხარს არ უჭერს და ურჩევნია არსებული სისტემა შენარჩუნდეს, რაც როგორც მინიმუმ ამ ეტაპისთვის კაია კალასის თანამდებობის უცვლელად შენარჩუნებასაც გულისხმობს.

ღია წყაროებში ძიება ასევე არ ადასტურებს, რომ ამჟამად კაია კალასის წინააღმდეგ რაიმე ფორმალური იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამერიკელი გენერლის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 03, 2025
სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 24, 2026
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია
დეკ 23, 2025
არ დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ დედა ტერეზა ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული
არ დასტურდება სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ დედა ტერეზა ბავშვთა ტრეფიკინგში იყო ჩართული
მარ 09, 2026
მცდრია, რომ ISIS-ი ისრაელს თავს არასდროს დასხმია
მცდრია, რომ ISIS-ი ისრაელს თავს არასდროს დასხმია
აგვ 25, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.