Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელებში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელებში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ შეცდომაში შემყვანი ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 30, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა, საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელ ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი პოლიტიკური მომავლის შესახებ კითხვას ვერ პასუხობს (არქივირებული ბმული).

ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „როგორ წარმოგიდგენია შენი პოლიტიკური მომავალი? ის უღრუბლო და ლურჯია“. ვინაიდან ვიდეო გაჭრილია და ზელენსკის გაცინების მომენტზე წყდება, ხოლო პასუხი ვიდეოში ნაჩვენები აღარ არის, მოცემული აღწერა დამატებით შეცდომაში შემყვანია, ვინაიდან ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მსგავსი შინაარსის პასუხი უკრაინის პრეზიდენტმა გასცა.

გავრცელებული ვიდეო არის ნაწყვეტი უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუდან, რომელიც ამერიკის საზოგადოებრივ მაუწყებელს „ეროვნული საზოგადოებრივი რადიო“ 2026 წლის 13 ოქტომბერს მისცა (სრული ინტერვიუ ხელმისაწვდომია ბმულზე). ინტერვიუში პრეზიდენტი მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო - დიზელის შეთანხმება, სადაზვერვო ინფორმაციების მიმოცვლა, იარაღი, მოლაპარაკებები და ა.შ.

ინტერვიუს სრული ვერსია ცხადს ხდის, რომ პრეზიდენტი კითხვების მოსმენისას სინქრონული თარგმანის დახმარებას იყენებს და ყველა კითხვის შემდეგ მსგავსი პაუზა გვხვდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ზელენსკი ელოდება კითხვის თარგმანის დასრულებას. ვიდეოში მუდმივად ჩანს სინქრონული თარგმანისთვის განკუთვნილი მოწყობილობა და ყურსასმენი.

შესაბამისად, მოჭრილ მონაკვეთში უკრაინის პრეზიდენტი კითხვამ კი არ დააბნია, რის გამოც პასუხს ვერ სცემს, არამედ ზელენსკი თარგმანის დასრულებას ელოდება.

მოცემული ეპიზოდი 12:30-დან იწყება. ჟურნალისტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპის განცხადების შესახებ ეკითხება. ის აღნიშნავს, რომ მოსკოვის მსგავსად აშშ-ს პრეზიდენტიც ხშირად საუბრობს უკრაინაში არჩევნების საკითხზე და ხომ არ მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი ამას გავლენის მოხდენის მცდელობად, თუ ვინ იქნება უკრაინის ლიდერი. „აღიქვამთ თუ არა ამას, როგორც მცდელობას, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ ვინ იქნება უკრაინის ლიდერი? როგორ ხედავთ თქვენს პოლიტიკურ მომავალს?“ - ეკითხება ჟურნალისტი ზელენსკის.

მცირე პაუზის შემდეგ ზელენსკი პასუხობს: „შეხედეთ, მე მსურს ამ ომის დასრულება. მე მაქვს მხოლოდე ერთი მიზანი, რომ დავასრულო ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად და ამაზე ვარ ფოკუსირებული. როცა ვიღაცას სურს ჩემი შეცვლა, ხომ გესმით, მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ეს გასაგებია. ვფიქრობ, ეს გასაგებია ბევრი სხვადასხვა ადამიანისთვის. უკრაინის ლიდერები და ლიდერი, პრეზიდენტი, ასევე ამ ხალხის არჩევანია. და როგორ ჩავატაროთ არჩევნები? თქვენ იცით ეს პრობლემა და იცით კონსტიტუციური კანონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველადი საკითხია უსაფრთხოება, როგორ ჩავატაროთ არჩევნები. ამიტომაც ვამბობდით, მოგვეცით ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენი პირველი დისკუსიები ამერიკულ გუნდთან, სხვათა შორის, ამერიკელ მომლაპარაკებლებთან, ერთი წლის წინ, იყო თემა, როგორ შევიცვალო მე. ეს არ არის ახალი თემა, პუტინმა დაიწყო, შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა წამოჭრა ეს თემა. ეს არ არის ახალი თემა ჩემთვის და ამიტომაც… მე ვალაპარაკე პარლამენტარებს, შევხედეთ ამ საკითხს და პარლამენტარებმა მითხრეს, რომ არა, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია ეს და ომის დასრულების შემდეგაც დაგვჭირდება მინიმუმ ექვსი თვე“.

სრული ვიდეოდან ცხადი ხდება, რომ ზელენსკი არათუ პოსტში მოცემული ტექსტით პასუხობს ჟურნალისტს ან იბნევა და ვერ პასუხობს, არამედ იმეორებს მანამდე მრავალჯერ ნათქვამ პოზიციას, რომ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას არჩევნები უკრაინაში ვერ ჩატარდება (მაგალითად, იხილეთ ბმული).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 26, 2025
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 20, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
მარ 26, 2025
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
აგვ 25, 2026
ფოტო,თითქოს პარიზის პროტესტის დროს რუსული სუვენირების მაღაზია დაზიანების გარეშე გადარჩა, AI გენერირებულია
ფოტო,თითქოს პარიზის პროტესტის დროს რუსული სუვენირების მაღაზია დაზიანების გარეშე გადარჩა, AI გენერირებულია
ოქტ 22, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.