Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ამერიკული F-15-ების ჩამოგდების გამო ქუვეითში ოფიცრის დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ამერიკული F-15-ების ჩამოგდების გამო ქუვეითში ოფიცრის დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

მარტს 24, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი
გაზიარება

სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება მტკიცება (ბმული 1, 2), რომლის მიხედვითაც ქუვეითში პრინცმა აშშ-ს სამი ავიაგამანადგურებლის შეცდომით ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი პილოტი დააჯილდოვა (არქივირებული ბმული).

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ირანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფარგლებში ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად ამერიკული ავიაგამანდგურებლების ჩამოგდების ფაქტი ნამდვილად მოხდა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1 მარტს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, აქტიური შეტაკებების დროს, რომელშიც ირანული ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და ირანული ავიაციის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობდა, ქუვეითურმა საჰაერო თავდაცვამ შემთხვევით სამი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა (კატაპულტირდა), ისინი უსაფრთხოდ არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ქუვეითმა აღნიშნული ინციდენტი აღიარა. თავის მხრივ, პრესრელიზის ბოლოს აშშ-ს სარდლობა მადლობას უხდის ქუვეითს მიმდინარე ოპერაციაში დახმარებისთვის და დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას გამოძიების დასრულების შემდეგ აანონსებს.

ქუვეითის მიერ სამხედროების დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიას არ გაუვრცელებია. გარდა ამისა, გავრცელებული ფოტო მხოლოდ არასანდო და სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ ვრცელდება (ბმული 1, 2). სოციალურ ქსელში ცალკეულმა გამავრცელებლებმა მიუთითეს, რომ ფოტო სატირული მიზნითაა გამოქვეყნებული.

ფოტოს აშკარად ეტყობა დამუშავების კვალი. სხვადასხვა წყაროზე გავრცელებულ ფოტოში განსხვავებულია სამხედროს სახე, ნაწილში სახე სპეციალურადაა დამუშავებული იმგვარად, რომ მიუთითოს სამხედროს მხედველობის პრობლემაზე, როგორც მომხდარი ინციდენტის მიზეზზე, განსხვავებულია სამხედრო ტანსაცმელზე არსებული შევრონები. ამასთან, სურათის ფონზე არსებული პრეზენტაცია, რომელზეც ჩამოგდებული თვითმფრინავების ფოტოებია, სინამდვილეში ასევე ფოტოდამუშავების პროგრამის / ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა ჩასმული.

ამასთან, გავრცელებულ ფოტოს არაბული გაზეთი Al-Nahar გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკან გამოსახულ პრეზენტაციაზე არაბული ტექსტი არ არის გამართული არაბულით დაწერილი. გაზეთმა ფოტოზე არსებული უზუსტობების გათვალისწინებით დაასკვნა, რომ ის, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა დამუშავებული.

ამდენად, გავრცელებული ფოტო და მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება
სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება
ოქტ 28, 2024
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 14, 2024
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული (AI) ვიდეო ვრცელდება
დეკ 12, 2025
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
ალის ვაიდელის გამოსვლა ბუნდესტაგში ზელენსკის არ მიემართებოდა
მარ 18, 2026
სოციალურ ქსელებში თინა ბოკუჩავას გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში თინა ბოკუჩავას გამოგონილი ციტატა ვრცელდება
ივნ 24, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.