Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში „ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება

სოციალურ ქსელში „ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება

ივლისს 17, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ მზეთუნახავი“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია, ამჯერად ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ საინფორმაციო ბარათს ავრცელებს, რომელზეც აქტივისტი თათია აფრიამაშვილის ფოტოა დატანილი. საინფორმაციო ბარათის ქვედა ნაწილზე აღნიშნულია: „უჭირთ აზრების დალაგებულად გადმოცემა, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს – UNICEF-ის კვლევა საქართველოში სტუდენტებზე“. რეალურად, ბარათი რედაქტირებულია და „ტაბულას“ UNICEF-ის კვლევის საკითხზე გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბარათზე აქტივისტ  თათია აფრიამაშვილის ფოტო არ დაუტანია. (არქივირებული ბმული)

აღნიშნული ტექსტით „ტაბულამ“ 2025 წლის 16 ივლისს მართლაც გამოაქვეყნა საინფორმაციო ბარათი, თუმცა თანდართულ ფოტოზე თათია აფრიამაშვილი არ არის გამოსახული. ორიგინალ ბარათზე აუდიტორიაში გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომელიც სოციალურ ქსელში მრავალ ვებგვერდზე იძებნება და „ტაბულას“ გარდა სხვა მედიებმაც გამოიყენეს, მაგალითად, რუსთავი 2-მა.

რეალური ფოტო

ამდენად, სოციალური ქსელში გავრცელებული პოსტი რედაქტირებულია და ის მიზნად აქტივისტი ქალის დისკრედიტაციას ისახავს.

ცნობისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მიზნად  ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასებას ისახავდა.  კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.
  • ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.
  • მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
  • მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.
  • მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სტრუქტურებთან მიმართებით.
  • მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს
ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს
ივლ 04, 2025
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თითქოს ესპანელმა სამართალდამცავებმა მაროკოდან შესულ მიგრანტებს ბეკონი ესროლეს
აგვ 04, 2026
დეზინფორმაცია: ვიდეოში კათოლიკურ ტაძარზე არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა ჩანს
დეზინფორმაცია: ვიდეოში კათოლიკურ ტაძარზე არაბი მიგრანტის ვანდალური თავდასხმა ჩანს
აპრ 04, 2025
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 10, 2025
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
პოსტი უკრაინელებისთვის დაჩოქების შესახებ ტყუილია
ოქტ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.