Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პოლიტიკოს მურმან დუმბაძის სიტყვები უკონტექსტოდ ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოლიტიკოს მურმან დუმბაძის სიტყვები უკონტექსტოდ ვრცელდება

ოქტომბერს 29, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს ნაწყვეტი პოლიტიკოს მურმან დუმბაძის პოზიციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ის არ თვლის, რომ მმართველი პარტიის მიერ წარსულში მიღებული შემზღუდავი კანონმდებლობა და სხვა გადადგმული ნაბიჯები სახიფათოა.

დუმბაძის კომენტარების სრული ვერსია ცხადს ხდის, რომ ის წარსულში მიღებულ კანონმდებლობას ამჟამად მიმდინარე პარტიების აკრძალვას ადარებს და პარტიების აკრძალვა კიდევ უფრო სახიფათოდ მიაჩნია. 

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე საუბრობს (დაარქივებული ბმული). ვიდეოს ნაწყვეტი პოლიტიკოს მურმან დუმბაძის პოზიციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ის არ თვლის, რომ მმართველი პარტიის მიერ წარსულში მიღებული შემზღუდავი კანონმდებლობა და სხვა გადადგმული ნაბიჯები სახიფათოა.

დუმბაძის კომენტარების შემდგომ ვხედავთ ნაწყვეტს პოპულარული ქართული კომედიური ფილმიდან "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", რომლის ერთ-ერთი პერსონაჟიც უწმაწური სიტყვების გამოყენებით კითხულობს: "მერე აქამდე ჩუმად რატომ ხარ შენი...". ვიდეოს გამავრცელებელი ვიდეოს თან ასევე ურთავს კომენტარს: "ეეე არიცის".

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ნაწყვეტი, სადაც მურმან დუმბაძე საუბრობს, ამოჭრილია მისი 12-წუთიანი ჩართვიდან ტელეკომპანია პირველის "დღის ამბებში", 2026 წლის 26 ოქტომბერს. ჩართვაში დუმბაძე კომენტარს აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოსმენებზე რამდენიმე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხზე. ზოგადად მთლიანი ჩართვა საკმაოდ კრიტიკული ხასიათისაა მმართველი პარტიის და მის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ. ჩვენი განხილვისთვის საინტერესო მონაკვეთი ვიდეოს მიახლოებით 7:30 მონაკვეთიდან იწყება. დუმბაძე პარტიების აკრძალვის მიმდინარე პროცესს წარსულში მიღებულ კანონმდებლობასა და გადადგმულ ნაბიჯებს ადარებს და ამბობს, რომ არცერთი წარსული ნაბიჯი არ ყოფილა ისეთი სახიფათო, როგორიც პარტიების აკრძალვის საკითხია. დუმბაძე ამბობს:

"საქართველოს მოქალაქემ ეს კარგად უნდა გაიაზროს ეხლა. არ ყოფილა ასეთი მძიმე დანაშაულებრივი ასე ვთქვათ მოქმედება მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალ-ახალ სისულელეებს ჩადის, ეს არის ყველაზე მძიმე რაც მე ამ 15 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინე. პირდაპირ გეტყვით რომ არც გრანტების კანონია ისეთი სახიფათო აკრძალვა, როგორც ახლა რაც ხდება და არც ის, რომ ვთქვათ ემიგრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა და არც კიდევ უფრო მეტი, რაც ორი წლის წინ 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გამოგვიცხადა, რომ ის ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანებას აჩერებს და ესეც არ არის იმდენად სახიფათო იმიტომ, რომ ადამიანებს აქვს უფლება ის კავშირი მოწონდეს ან არ მოწონდეს, მაგრამ როცა ხელისუფლება გეუბნება, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა გავაუქმოო, როცა გეუბნება, რომ კონკურენცია უნდა გავაუქმო, ის აუქმებს საქართველოს მოქალაქის თავისუფლებას, თავისუფალი არჩევნების უფლებას, ანუ უფლებას იმისას, რომ შენ იყო თავისუფალი..."

შესაბამისად, სრულ ინტერვიუში ჩანს, რომ მურმან დუმბაძე საქართველოს მმართველი პარტიის წარსულში გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის დასახელებულ კანონებს, არ ამართლებს, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის კონტექსტში საფრთხეების შედარებას ახდენს.

ყველა პოსტის ნახვა

რა ვიცით აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით?
რა ვიცით აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით?
დეკ 27, 2024
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
დეზინფორმაცია: ვიდეოში თაზო დათუნაშვილის პენსიონერთა პოპულაციის გაქრობაზე საუბრობს
მარ 14, 2025
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
ნოე 04, 2025
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
თბილისის ანძა და კალაძის შეუსრულებელი დაპირება
ოქტ 02, 2025
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
ოქტ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.