Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება

ნოემბერს 4, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Magniti • მაგნიტი თაღლითურ პოსტს ავრცელებს. პოსტის აღწერის თანახმად: „ჯერჯერობით ვერავინ იპოვა 694-ის გარდა სხვა ნომერი. გამარჯვებულები ჯერ არ გამოვლენილა. მათ, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობს, აქვთ შანსი მოიგონ 2025 წლის Volkswagen Tiguan R-Line ავტომობილიდან ერთ-ერთი. წარმატებებს გისურვებთ“. რეალურად, პოსტი სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ არ ეკუთვნის და სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია (არქივირებული ბმული).

საგულისხმოა, რომ ამავე გვერდს მსგავსი შინაარსის კიდევ რამდენიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული (1; 2).

საინტერესოა, გამოქვეყნებული თაღლითური პოსტის რამდენიმე დეტალი, რაც მის არასანდოობაზე მიუთითებს. პირველ რიგში, გვერდი, რომელიც ამ პოსტს აქვეყნებს 2024 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა, თუმცა მხოლოდ სამი პოსტი აქვს გამოქვეყნებული – სამივე გათამაშებასთან დაკავშირებით. გვერდი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად შეიქმნა.  2025 წლის 4 ნოემბრის მონაცემით, გვერდს 1700 გამომწერი ჰყავს.  სექციაში „ინფორმაცია“ გვერდს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მის სანდოობაში დაგვარწმუნებდა.

ამასთანავე, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რეალური Facebook-გვერდის სახელი განსხვავებული შრიფტითაა დაწერილი. გარდა ამისა, რეალურ გვერდს დეტალურად აქვს მითითებული საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაცია. ნამდვილ გვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა შინაარსის პოსტი, სიახლეების, აქციებისა თუ სუპერმარკეტთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. „მაგნიტის“ ნამდვილ Facebook-გვერდს 2025 წლის 4 ნოემბრის მონაცემით, 328 ათასი გამომწერი ჰყავს.

საგულისხმოა, რომ „მაგნიტის“ ოფიციალურ გვერდზე ხშირად ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გავრცელებულ თაღლითურ პოსტებს (1; 2). მაგალითად, ბოლოს „მაგნიტის“ Facebook- გვერდზე 2025 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა პოსტი, სადაც სუპერმარკეტი აცხადებდა, რომ ბოლო დროს მათი სახელით ბევრი ყალბი გვერდი იქმნება.

ამგვარად, სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ „ჯეოფაქტსს“ მსგავსი შინაარსის პოსტები წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2).

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
თებ 19, 2025
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
რეალურია, თუ - არა ფოტო, რომლის თანახმადაც კამჩატკაზე მოსულმა თოვლმა 9-სართულიანი სახლები დაფარა
იან 21, 2026
„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წინააღმდეგობაშია ქართული ოცნების თანამდებობის პირების მტკიცებებთან, რომლის მიხედვით, მათი მმართველობის დროს საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგავს
ივნ 18, 2025
სოციალურ ქსელში ვაშინგტონის წყალდიდობის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვაშინგტონის წყალდიდობის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 23, 2025
ირაკლი ცეცხლაძე: მიმდინარე წელს საბავშვო ბაღი გავხსენით სოფელ გვარაში, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა
ირაკლი ცეცხლაძე: მიმდინარე წელს საბავშვო ბაღი გავხსენით სოფელ გვარაში, წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ კვირიკეს საბავშვო ბაღის გახსნა
დეკ 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.