Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: აშშ-ში ოლაფ შოლცის სახლი დაიწვა

დეზინფორმაცია: აშშ-ში ოლაფ შოლცის სახლი დაიწვა

იანვარს 27, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გერმანული საუბარი ისმის, პარალელურად, ჩანს შენობის კადრი და ოლაფ შოლცის ფოტო ამერიკის დროშასთან ერთად. ვიდეო შემდეგი აღწერით ვრცელდება: „დიდი სკანდალი მწიფდება. გავრცელებული ინფორმაციით გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს სურს უჩივლოს აშშ-ს, რადგან მისი სახლი დაიწვა. ინფორმაციის თანახმად, არავის ჰქონდა ინფორმაცია, ოლაფ შოლცის სახლის შესახებ, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობდა. გერმანიაში და არამხოლოდ გერმანიაში აინტერესებთ, როგორ იშოვა შოლცმა 90 მილიონი დოლარი და როდის მოახდინა სახლის შესყიდვა“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, დაიწვა, თუ – არა ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად გერმანიის კანცლერის სახლი, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება.

შენობის კადრები Google Earth-ის რუკიდანაა აღებული, რასაც ვიდეოს ქვედა ნაწილში არსებული წარწერაც ადასტურებს. საგულისხმოა, რომ ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სხვადასხვა ენაზე, ასევე სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, X-სა და TikTok-ზე.

TikTok-ზე გავრცელებული ვიდეო უფრო მაღალი ხარისხისაა და გარკვეული დეტალები უკეთ ჩანს, ვიდრე Facebook-ვიდეოზე. მაგალითად, მე-20 წამიდან შენობის წინა ნაწილი ჩანს, რომელზეც შეიმჩნევა წარწერა, Police Academy (პოლიციის აკადემია). (იხ. ფოტო ქვემოთ)

საკვანძო სიტყვებით, პოლიციის აკადემია და ლოს ანჯელესი, Google-ის საძიებო სისტემა აღნიშნულ შენობას პოულობს (იხილეთ ლოკაცია ბმულზე). ფოტოების შედარებისას აშკარაა, რომ ეს ორი ერთი და იგივე შენობაა.

ფოტო გავრცელებული ვიდეოდან:

ფოტო Google maps-დან:

Google maps-ის მიხედვით, შენობის მისამართია 1880 Academy Dr, Los Angeles, CA 90012, United States. ლოს ანჯელესის უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში მისამართის მიხედვით შესაძლებელია ქონების ამჟამინდელი და ყოფილი მფლობელების მოძებნა. აღნიშნულ შენობაზე ინფორმაციის ძიებისას ჩანს, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაშია (იხ. ფოტო).

წყარო: ლოს-ანჯელესის რაიონის მონაცემთა ბაზა

ინფორმაცია გერმანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Correctiv-მაც გადაამოწმა. ისინი დამატებით მთავრობის წარმომადგენელსაც დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეოში გაჟღერებული ბრალდებები „სრულიად გამოგონილი და სრულიად უსაფუძვლო“ იყო.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად ოლაფ შოლცის სახლი განადგურდა, ტყუილია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის სცენაზე ასვლასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
დეკ 26, 2024
ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია
ტრამპს ჟურნალისტები არასასურველი კითხვების გამო არ გაუძევებია
იან 28, 2026
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეზინფორმაცია: შოთა არველაძემ ირაკლი კობახიძე ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ მიიწვია
დეკ 27, 2024
დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით ვიდეო, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი
დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის მონაწილეობით ვიდეო, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი
იან 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.