Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის ყალბი ციტატა ვრცელდება

მაისს 1, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) აღწერით: „აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პაპის დაკრძალვაზე ზელენსკის რომის პაპად არჩევა მიულოცა. ვატიკანი – რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიისას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი პიროვნებები და ლიდერები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც თავის განცხადებაში მორიგი დაბნეულობა გამოავლინა. ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „დღეს კაცობრიობამ ახალი იმედი მოიპოვა. ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის რომის პაპად არჩევას. ეს არის დემოკრატიის და მშვიდობის გამარჯვება“. ფოტოზე ჟურნალისტების წინაშე მდგომ ჯო ბაიდენსა და წმინდა პეტრეს ტაძრის წინ სასულიერო ტანისამოსში გამოწყობილ ვოლოდიმირ ზელენსკის ვხედავთ. სინამდვილეში, პოსტში გამოტანილი მტკიცება ყალბია და ჯო ბაიდენს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში ვატიკანის რეზიდენციაში სანტა მარტაში პაპი ფრანცისკე (პაპობამდე ხორხე მარიო ბროგლიო) გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილისთვის დაიგეგმა. სამგლოვიარო ცერემონიალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის – აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაკრძალვის ცერემონიიდან არანაირი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, მან პაპ ფრანცისკეს პატივი USA Today-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიაგო.

სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა არც ერთი ღია და სანდო მედიაწყარო არ იტყობინება, რომ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის რაიმე სახის ინტერაქცია შედგა. ამის საპირისპიროდ, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, დაკრძალვის ცერემონიის დაწყებამდე პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის  შეხვედრა გაიმართა.  თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და სულ მალე დეტალებიც გამჟღავნდება. დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრაზე თავად უკრაინის პრეზიდენტმაც დაპოსტა X-ანგარიშზე.

ამრიგად, არც ერთ სანდო მედიასა და ღია წყაროში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ზელენსკის რომის პაპად არჩევა მიულოცა. ციტატაც, თითქოს ბაიდენმა განაცხადა, რომ: „დღეს კაცობრიობამ ახალი იმედი მოიპოვა. ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის რომის პაპად არჩევას. ეს არის დემოკრატიის და მშვიდობის გამარჯვება“ , – ყალბია.

ამასთანავე, პოსტში გამოთქმულია აბსურდული მტკიცებაც, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია რომის პაპი გახდეს. სინამდვილეში, ახალი რომის პაპი კონკლავით (ვატიკანის კარდინალების კოლეგიის შეხვედრა) აირჩევა და მასში რომელიმე სახელმწიფოს ან პოლიტიკური პირი არ მონაწილეობს. აღნიშნულ საკითხზე გაეცანით „ჯეოფაქტსის“ სტატიას, რომელმაც წარსულში გადაამოწმა დეზინფორმაცია: „ოფიციალური კიევი არ აღიარებს ახალ პაპს, თუ მას უკრაინის მონაწილეობის გარეშე აირჩევენ“.

დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტში გამოტანილი ფოტო, რომელზეც წმინდა პეტრეს ტაძრის წინ სასულიერო ტანისამოსში გამოწყობილ ვოლოდიმირ ზელენსკის ვხედავთ, რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსი ფოტო არც ერთ სანდო მედიასა და საჯარო წყაროში არ იძებნება. ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) კი დადგინდა, რომ სასულიერო ტანისამოსში ჩაცმული უკრაინის პრეზიდენტის სურათი სოციალურ ქსელებში საეჭვო რეპუტაციის მქონე ანგარიშებმა გაავრცელეს. ფოტო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ყველა პოსტის ნახვა

სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს
სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 25, 2025
ვიდეოში, სადაც ირაკლი ზარქუა მონაკოში ჩანს, ხელოვნური ინტელექტის კვალი არ დასტურდება
ვიდეოში, სადაც ირაკლი ზარქუა მონაკოში ჩანს, ხელოვნური ინტელექტის კვალი არ დასტურდება
იან 20, 2026
ინფორმაცია, თითქოს 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ, სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია, თითქოს 17 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიენიჭებათ, სიმართლეს არ შეესაბამება
აპრ 27, 2025
ჯულიან ასანჟის ციტატა ისრაელის შესახებ გამოგონილია
ჯულიან ასანჟის ციტატა ისრაელის შესახებ გამოგონილია
მარ 18, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.