Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა

არ დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშ უმცროსი რუსეთის მიერ თბილისის აღებას ემხრობოდა

აგვისტოს 19, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების მიხედვით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მოუწოდა რუსებისთვის თბილისის აღების საშუალება მიეცა.
ღია წყაროებით დასტურდება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი მოწოდება ამერიკელი კოლეგისგან არ მიუღია და რეალურად გაფრთხილება მიიღო, რომ თბილისში ჩასვლა შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა მტკიცება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მოუწოდა რუსებისთვის თბილისის აღების საშუალება მიეცა და ამ საკითხში არ ჩარეულიყო. მტკიცების გამავრცელებელი ამბობს, რომ ეს ნიკოლა სარკოზიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება დიდი ალბათობით ეყრდნობა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ 2008 წლის 13 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ელისეს სასახლეში. აღნიშნულ დღეს ნიკოლა სარკოზიმ ჟურნალ Politique Internationale-ისგან ჯილდო მიიღო "პოლიტიკური სიმამაცისთვის", რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მიმართვაში მან 2008 წლის აგვისტოს ომი და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი ახსენა.

„როდესაც 8 აგვისტოს ვინმეს მოსკოვში ან თბილისში წასვლა უწევდა, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები?“ — იკითხა მან რიტორიკულად. „აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც თქვა: „ეს მიუღებელია“? თუ საფრანგეთმა, რომელმაც შეინარჩუნა დიალოგი რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის?“ — იკითხა მან გამოსვლაში. „მახსოვს ამერიკის პრეზიდენტის ზარი მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე: „ნუ წახვალთ იქ, მათ [რუსებს] თბილისისკენ წასვლა სურთ, ისინი 40 კმ-ის დაშორებით არიან. ნუ წახვალთ, [უბრალოდ] დაგმეთ ეს“. „მე მაინც წავედი, [საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ] ბერნარ კუშნერთან ერთად, და თითქოს შემთხვევით, სანამ იქ ვიყავით, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა“, — განაცხადა ბატონმა სარკოზიმ.

2008 წლის აგვისტოში, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ნიკოლა სარკოზი მართლაც ეწვია მოსკოვსაც და საქართველოსაც, რათა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მხარეებთან შეეთანხმებინა. მისი განცხადების კონტექსტი და შინაარსი გვიჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა მას ის კი არ უთხრა, რომ რუსეთისთვის ხელი არ შეეშალა თბილისის დაპყრობაში, არამედ გააფრთხილა, რომ რუსეთის არმია თბილისთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, რაც შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო თბილისში გასამგზავრებლად.

არც სხვა მხრივ დასტურდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის აღებას ემხრობოდა. ჯორჯ ბუშმა 2008 წლის 9 აგვისტოს გააკეთა განცხადება საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის შესახებ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოთქვა. კიდევ უფრო დეტალური და მძაფრი იყო ჯორჯ ბუშის 2008 წლის 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის რუსეთს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებდა და მის ქმედებებს გმობდა.

ყველა პოსტის ნახვა

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება 11.5%-ით გაიზარდა
იან 22, 2026
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ ინფორმაცია არასრულად ვრცელდება
იან 24, 2025
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
მაი 02, 2025
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ფონდის შესახებ კვლავ ვრცელდება დეზინფორმაცია
აპრ 17, 2025
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ შეგვიჩერებია არავითარი ევროინტეგრაციის პროცესი. დოკუმენტურადაც დაადასტურა ევროკავშირმა, რომ 2024 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი, რასაც არავითარი საფუძველი არ ჰქონდა
დეკ 03, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.