Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვაზე გადასახადის დაწესებას არ პროგნოზირებს

მაისს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · კლიმატის ცვლილება
გაზიარება

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი "სუნთქვისთვის ომს აცხადებს" და ჰაერზე გადასახადის დაწესებას პროგნოზირებს.
ციტატა კემბრიჯის მდგრადი ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, ლინდსი ჰუპერს მიეწერება.
ჰუპერის საუბრის ანალიზი აჩვენებს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდანაა ამოღებული და გაზვიადებულადაა წარმოჩენილი.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი მტკიცებით, რომ "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სუნთქვისთვის ომს აცხადებს: „თქვენ გადაიხდით იმ ჰაერისთვის, რომელსაც სუნთქავთ“" (დაარქივებული ბმული). პოსტის ავტორი ამბობს, რომ "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უფროსმა წარმომადგენელმა ღიად აღიარა, რომ მოქალაქეები მალე იძულებულნი იქნებიან გადაიხადონ იმ ჰაერისთვის, რომელსაც სუნთქავენ, რადგან ჟანგბადი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბუნებრივი კაპიტალის პროგრამის ფარგლებში შემდეგი მაღალმონეტარიზებული და კონტროლირებადი რესურსი გახდება." აღნიშნულ ციტატას პოსტის გამავრცელებელი კემბრიჯის მდგრადი ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, ლინდსი ჰუპერს მიაწერს.

პოსტის ავტორს კომენტარის სექციაში მტკიცების წყარო აქვს მითითებული, რომელიც ერთი შეხედვით კონსპირაციების გამავრცელებელი რუსულენოვანი საიტია. წყაროს გაცნობა გვიჩვენებს, რომ პოსტში წარმოდგენილი მტკიცების საფუძვლად აღებულია ლინდსი ჰუპერის 2024 წლის გამოსვლა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "ახალ ჩემპიონთა ყოველწლიური შეხვედრა 2024-ის" (Annual Meeting of the New Champions 2024) ფარგლებში შედგა.

გამოსვლაში ლინდსი ჰუპერი ნამდვილად საუბრობს ბუნებრივ კაპიტალზე და ხაზს უსვამს, რომ კაპიტალი მხოლოდ ფინანსური სახის არ არის. მისი აზრით, ბუნება ასევე უნდა იყოს აღქმული, როგორც კაპიტალი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკის, როგორც ასეთის, არსებობა დაფუძნებულია ბუნების არსებობაზე. ჰუპერი ბუნებრივ კაპიტალად აღიქვამს ჰაერს, წყალს, ნიადაგს და ოკეანეებს. თავისი გამოსვლის ფარგლებში ჰუპერი ამბობს, რომ ბიზნესი მკვდარ პლანეტაზე ვერ იწარმოება და ამიტომ, აუცილებელია ბუნებრივი კაპიტალის არსებობის გაცნობიერება, მისი აღრიცხვა და შემდგომ გადაწყვეტილებებში, როგორც ერთ-ერთი ფაქტორის, გათვალისწინება. სწორედ ამ კონტექსტში, ის ამბობს, რომ ბუნებრივი კაპიტალი უნდა დაემატოს ბიზნესის სააღრიცხვო დოკუმენტებში, რათა ბიზნეს-გადაწყვეტილებების ბუნებასთან მიმართებაში უფრო პასუხისმგებლიანად მიღება მოხდეს.

ლინდსი ჰუპერი თავის გამოსვლაში არსად ამბობს, რომ ადამიანებს ჰაერის გამოყენებისთვის და სუნთქვისთვის რაიმეს სახის ფინანსური გადასახადი უნდა დაუწესდეთ. გამოსვლის ფარგლებში ჰუპერი ზოგადად საერთოდ არ საუბრობს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. მისი გამოსვლის ადრესატი ბიზნესები და მთავრობები არიან.

უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებულ პოსტში ასევე არასწორადაა წარმოჩენილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბუნებრივი კაპიტალის ინიციატივა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებსაიტზე ბუნებრივი კაპიტალის ინიციატივის განმარტება საკმაოდ ახლოს დგას ლინდსი ჰუპერის გამოსვლის შინაარსთან. ამ შემთხვევაშიც საუბარია განახლებადი და არა-განახლებადი ბუნებრივი რესურსების კაპიტალად აღქმაზე და მუშაობაზე როგორც ბიზნესებთან, ისე მთავრობებთან, რომ ბუნებრივი კაპიტალი ანგარიშგასაწევი ფაქტორი იყოს მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას. არსად გვხვდება საუბარი ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით კი, ჰაერის რაიმე ფორმით მონეტიზაციაზე.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია:  WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები
დეზინფორმაცია: WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები
ივნ 17, 2025
სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თორნიკე გოშაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 24, 2026
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სექ 11, 2025
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
იან 27, 2026
სოფიო ხორგუანის შესახებ ვიდეო მანიპულაციური წარწერით ვრცელდება
სოფიო ხორგუანის შესახებ ვიდეო მანიპულაციური წარწერით ვრცელდება
აპრ 23, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.