Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სამხედრო ნაცისტური ტატუებით რუსია, არა უკრაინელი

სამხედრო ნაცისტური ტატუებით რუსია, არა უკრაინელი

ივლისს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

2026 წლის 16 ივლისს, ქართულ Facebook-სივრცეში რუსეთის-უკრაინის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი სამხედროს სურათი გავრცელდა (არქივირებული ბმული), რომელსაც სხეულზე ნაცისტური სიმბოლოების ტატუები აქვს. ფოტოზე დართული აღწერის მიხედვით, მასზე გამოსახული არის რუსი ჯარისკაცების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი სამხედრო. რეალურად, სურათზე არა უკრაინელი, არამედ რუსი სამხედრო ჩანს.

სურათის ქვემო ნაწილზე დართული არის წარწერა - Vежливые. Zлые. СВОи. აღნიშნული არის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდამჭერი გვერდის სახელწოდება, რომელიც რუსულ სოციალურ მედია პლატფორმა Vkontakte-ზე მოქმედებს. სავარაუდოდ, სურათი ყალბი აღწერით ქართულ საინფორმაციო სივრცეში სწორედ ამ გვერდიდან შემოვიდა.



ფაქტზე, რომ სურათზე რუსი სამხედრო არის ასახული, რამდენიმე დეტალი მიუთითებს. პირველ რიგში, სურათზე გამოსახულ პირს მარცხენა მხარზე ნაცისტური გერმანიის SS-ის სიმბოლო ახატია. SS არის გრაფიკული ემბლემა, რომელიც გამოსახავს ორ სტილიზებულ ელვას, რომლებიც განასახიერებენ Schutzstaffel (SS), ნაცისტური პარტიის პარამილიტარულ ორგანიზაციას. ნაცისტური სიმბოლო რუსეთის იმპერიის დროშაზე არის გადახატული.



ამავდროულად, სამხედროს მკერდზე, სვასტიკის ზემოთ, გარკვევით აწერია რუსულად სიტყვა "Русь" (რუსი).



აღნიშნული სურათი თავდაპირველად 2024 წლის თებერვალში უკრაინულმა ანგარიშებმა გაავრცელეს, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ პიროვნება "კანტემიროვის პირველი სატანკო პოლკის ტყვედ ჩავარდნილი რუსი ოკუპანტია. ის კუპიანსკის მახლობლად 25-ე ბრიგადის ბიჭებმა ტყვედ აიყვანეს." მას შემდეგ არ გავრცელებულა რაიმე მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც უკრაინული წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეჭვქვეშ დააყენებდა.

იგივე პიროვნების სხვა სურათი დამატებით ამტკიცებს, რომ ის უკრაინული მხარის მიერ იქნა აყვანილი და შესაბამისად, რუსული მხარის სასარგებლოდ იბრძოდა. მეორე სურათში ჩანს, რომ ტყვე უკრაინის მხარეს მებრძოლ "მოხალისეთა რუსული კორპუსის" (российский добровольческий корпус) იმდროინდელი მეთაურის, დენის ნიკიტინის მეთვალყურეობის ქვეშ არის.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან
სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან
ნოე 19, 2024
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
900-მდე ახალი ავტომობილი - სახელმწიფო სხვადასხვა უწყებისთვის 60 მილიონამდე ლარის ავტომობილებს შეიძენს
იან 15, 2026
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
ინფორმაცია, რომ ირანი სომხეთზე თავდასხმას განიხილავს უსაფუძვლოა
მარ 10, 2026
სოციალურ ქსელში ნათია გოგსაძის ინტერვიუს ფრაგმენტი მცარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ნათია გოგსაძის ინტერვიუს ფრაგმენტი მცარი კონტექსტით ვრცელდება
აგვ 21, 2026
დეზინფორმაცია: კენტუკის შტატში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც კამალა ჰარისი უკვე წინასწარ არის მონიშნული
დეზინფორმაცია: კენტუკის შტატში აღმოაჩინეს ბიულეტენი, სადაც კამალა ჰარისი უკვე წინასწარ არის მონიშნული
ნოე 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.