Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან

სოციალურ ქსელში ვრცელდება გაყალბებული ფოტო საპროტესტო აქციიდან

ნოემბერს 19, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „David Tordia”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), აქციიდან ფოტოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). ფოტოზე აქციის მონაწილე კითხულობს წიგნს, რომლის ყდაზეც წერია: „როგორ დავამხოთ მთავრობა“. რეალურად, აღნიშნული ფოტო რედაქტირებულია. აქციის მონაწილე ვარლამ შალამოვის „კოლიმურ მოთხრობებს“ კითხულობს.

ფოტო, რომელზეც აქციის ერთ-ერთი მონაწილე წიგნს კითხულობს,  ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ეკუთვნის, რომელიც შემდეგ „მთავარმა არხმაც“ გაავრცელა.

ცნობისთვის,  17 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებმა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს, რომლებიც თვლიან, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები  გაყალბდა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.  19 ნოემბრის დილით, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის, საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე მივიდნენ და აქცია დაშალეს.

ამდენად, ფოტო რედაქტირებულია,  წიგნის ყდაზე ავტორის სახელი და გვარი ამოშლილია და ჩასმულია გამოგონილი სათაური „როგორ დავამხოთ მთავრობა“.

ყველა პოსტის ნახვა

შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება
შიმშილის დონე საქართველოში - საერთაშორისო შეფასება
ოქტ 20, 2025
ტყუილია, რომ აქციის დაშავებული მონაწილეები ტიკტოკ ფილტრს იყენებენ
ტყუილია, რომ აქციის დაშავებული მონაწილეები ტიკტოკ ფილტრს იყენებენ
დეკ 11, 2024
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 17, 2025
მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია
მელანია ტრამპის და ეპსტინის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია
თებ 18, 2026
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილი პირველია, ვინც გაეროს გენერალურ ასამბლეას ქართულად მიმართა
ოქტ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.