Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გერმანული პენსიის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გერმანული პენსიის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 12, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტს ევროპული პენსიებისა და მათი ქართულ პენსიასთან შედარების შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელი გამოეხმაურა. ვიდეო რამდენიმე გვერდმა გააზიარა (ბმული 1, ბმული 2, არქივირებული ბმული).

ვიდეოს ავტორი სიცრუეს უწოდებს ფაქტს, რომ გერმანიაში საშუალო პენსია 1300 ევროა. მისი თქმით: "მე გერმანიას გამოვეხმაურები. ეს არის მტკნარი სიცრუე. გერმანიაში ამხელა პენსია რომ გქონდეს, 14 წლიდან უნდა დაიწყო მუშაობა და შტოიარი უნდა გქონდეს."


გერმანიაში ყოველთვიური პენსია რამდენიმე ფაქტორის მიხედვით იანგარიშება.

საპენსიო ქულები

დასაქმებული პირი საკუთარი ცხოვრების განმავლობაში იხდის გადასახადს. მისი შემოსავლის მიხედვით (და გადახდილი გადასახადების მიხედვით) ის აგროვებს საპენსიო ქულებს. წლიური საშუალო შემოსავლის პროპორციულად შენატანის გაკეთების შემთხვევაში იღებ 1 საპენსიო ქულას. უფრო მეტი შენატანი ან უფრო ნაკლები შენატანი ქულაზე აისახება ასევე პროპორციულად. საშუალო ხელფასი გერმანიაში წლიურად, გადასახადების გარეშე 2025 წლის მდგომარეობით დაახლოებით 52 ათასი ევროა. ეს რიცხვი ყოველწლიურად ახლდება. ასევე ახლდება ერთი ქულის შესაბამისი პენსიის ოდენობაც. 2025 წლის მდგომარეობით 1 ქულა 41 ევროს უდრის. ყოველწლიურად მაქსიმუმ 1.95 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი (პენსიის კალკულატორი იხილეთ ბმულზე).

გერმანიის ეკონომიკური ზრდის მიხედვით იზრდება საშუალო ხელფასიც, ერთი ქულის მოპოვების ღირებულებაც და ერთი ქულის ზომაც პენსიაში. მაგალითად, საშუალო დასაქმებულის ხელფასი 3-5%-ით იზრდება წელიწადში და ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარალელურად აკომპენსირებს ახლანდელი პენსიის სავარაუდო გაუფასურებას გრძელვადიან პერიოდში, რადგან შესაბამისად იზრდება საპენსიო შენატანის მოცულობაც.

შვილი

დამატებითი ქულების მოპოვება შესაძლებელია თუ ოჯახს შვილი ჰყავს. ერთ ბავშვზე წელიწადში 1 ქულას მიიღებთ დამატებით 3 წლის ასაკამდე, მაქსიმუმ სამ შვილზე (ქულას იღებს ერთ-ერთი მშობელი). შესაბამისად, მშობლებს დამატებით 9 ქულის (ჯამში) მიღება შეუძლიათ შვილების ყოლის შემთხვევაში).

საპენსიო ასაკი

პენსიის ოდენობა დამოკიდებულია პენსიაზე გასვლის ასაკზეც. კანონით დადგენილი საპენსიო ასაკი 67 წელია. თუ პენსიაზე 67 წლის ასაკში გახვალთ, თქვენი საპენსიო ქულები 1-ზე გამრავლდება (ანუ არ შეიცვლება). პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში საპენსიო ქულები შემცირდება 0.003-ით. უფრო მარტივად, 1 წლით ადრე პენსიაზე გასვლა თქვენს პენსიას 3.6%-ით შეამცირებს. აღნიშნული მუშაობს პირიქითაც - ყოველი თვე, რომლითაც პენსიაზე გასვლას გადადებთ, თქვენს საპენსიო ქულებს გაზრდის 0,005-ით. 1 წლით გვიან პენსიაზე გასვლის შემთხვევაში თქვენი პენსია 6%-ით გაიზრდება.

შესაბამისად, თუ თქვენ მუდმივად იღებდით საშუალო ხელფასს, მუშაობა დაიწყეთ 27 წლის ასაკში და პენსიაზე გახვედით 67 წლის ასაკში, არ გყავთ შვილები, თქვენი პენსია დაახლოებით 1600 ევრო იქნება. ფორმულაში (რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკს, სამუშაოს ტიპს, შვილების რაოდენობას, საპენსიო ქულების რაოდენობასა და საპენსიო ქულის ღირებულებას პენსიის გაცემის წელს) თითოეულ ცვლადს თქვენს პენსიაზე პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა ექნება.

ზემოთ განხილული საპენსიო სქემა საბაზისო საპენსიო სქემაა. გერმანიაში ხელმისაწვდომია კერძო საპენსიო სქემებიც, ასევე გავრცელებულია იპოთეკური სესხის საპენსიო შენატანების მიხედვით აღებაც, რაც ყოველწლიურ დაგროვებაზე თავის გავლენას ახდენს. შესაბამისად, თითოეული ადამიანის საბოლოო პენსია სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.

მიუხედავად ამისა, ხელმისაწვდომია მონაცემები, თუ რამდენს შეადგენს საშუალო გერმანული პენსია. გერმანიის სტატისტიკის ოფისის მონაცემებით (არქივირებული ბმული), პენსიონერის საშუალო შემოსავალი გერმანიაში, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 1990 ევრო იქნება (არქივირებული ბმული). აქედან 92%-ს სწორედ ასაკობრივი პენსია შეადგენს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1102 ევრო იყო (კაცებისთვის 1431 და ქალებისთვის - 930).

პენსიების ეს მაჩვენებელი არის საშუალო მაჩვენებლები. ვიდეოს ავტორის მიერ მოყვანილი ექსტრემალური მაგალითი, როდესაც ადამიანს მთელი ცხოვრება არ უმუშავია და სოციალურ დახმარებაზე იყო - გამონაკლისი შემთხვევაა. ამასთან, ადამიანთა ნაწილს, ბუნებრივია, საშუალოზე დაბალი პენსია ექნება, ნაწილს კი - მაღალი. საშუალო პენსია სწორედ ამას ნიშნავს. თუმცა, სრული სურათის უკეთ აღსაწერად კიდევ ერთ მონაცემს შევხედოთ - მიმდინარე წელს 1400 ევროზე ნაკლებ შემოსავალს მხოლოდ ყოველი მეხუთე პენსიონერი მიიღებს. ამგვარად, ვიდეოს ავტორის მიერ მოყვანილი რიცხვები, გამონაკლისი შემთხვევებია, ხოლო რეალური პენსია, რომელიც გერმანიაში გაიცემა, საშუალოდ, მრავალჯერ აღემატება ვიდეოში დასახელებულ რიცხვს.


ყველა პოსტის ნახვა

თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
თურქეთში მოწყობილი ტერაქტი ვიდეო თამაშის პერსონაჟს ბრალდება
ოქტ 25, 2024
სოციალურ ქსელში გედევან ფოფხაძის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში გედევან ფოფხაძის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 31, 2025
ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს
ანონიმური გვერდი პარტია „საქართველოსთვის“ წევრების შესახებ დაუდასტურებელ მტკიცებებს ავრცელებს
ოქტ 11, 2024
სოციალურ ქსელში ოლექსი არესტოვიჩის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოლექსი არესტოვიჩის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 21, 2024
დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ
დონალდ ტრამპი Fox News-ის გადაცემაში ჩართვისას არ გაულანძღავთ
აპრ 22, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.