Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ფოტოსურათი, რომელიც თითქოს ოლენა ზელენსკას ისრაელის პასპორტს ასახავს, ყალბია

ფოტოსურათი, რომელიც თითქოს ოლენა ზელენსკას ისრაელის პასპორტს ასახავს, ყალბია

აგვისტოს 19, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც აღწერის თანახმად, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ისრაელის პასპორტია ასახული (არქივირებული ბმული).

აღნიშნული ფოტო ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა ენაზე პირველად 2023 წელს გავრცელდა. დეზინფორმაციის თავდაპირველ გამავრცელებლებს შორის იყვნენ რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები, მაგალითადნ, Шейх Тамир, Саня во Флориде , რომლებიც რუსულ ანტიუკრაინულ საინფორმაციო ოპერაციებში ხშირად ფიგურირებენ. რუსულენოვანი ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ ოლენა ზელენსკამ პასპორტი მისი ისრაელში ოფიციალური ვიზიტისას აიღო.

მაშინ გავრცელებულ ამბავს არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა (StopFake, VoxUkraine, Fakenews.pl, Demagog.sk, Provereno Media).

ის რომ პასპორტის ფოტო რეალური არ არის და გაყალბებულია, დასტურდება ფოტოზე არსებული უზუსტობებით. პირველ რიგში, აღსანიშნავია, პასპორტის ვადის გასვლის თარიღი, რომელიც გამოშვების თარიღამდეა. ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ვადის გასვლის თარიღთან 2023 წელი არ იკითხება, თუმცა აღნიშნული დეზინფორმაციის ორიგინალ ფოტოზე მკაფიოდ ჩანდა შეუსაბამობა გამოშვებისა და ვადის გასვლის თარიღებს შორის. პასპორტის მიხედვით, დოკუმენტი გაცემულია 2023 წლის 19 ივნისს, თუმცა, ვადის გასვლის თარიღად მითითებულია 2023 წლის 18 ივნისი, რაც არალოგიკურია, რადგან პასპორტს ვადა მის გაცემამდე ერთი დღით არ გასდის.

უზუსტობები შეინიშნება ასევე თუ გამოყენებული რიცხვების შემთხვევაშიც, მაგალითად, დაბადების თარიღის შემთხვევაში გამოყენებული 9-იანი არ ემთხვევა პასპორტის გაცემისას გამოყენებული 9-იანის ფორმას.



ორგანიზაცია StopFake ასევე დაუკავშირდა ებრაული ენის მცოდნეს, რომელმაც დაადასტურა, რომ ებრაულ ენაზე შევსებული თითქმის ყველა ველი — სახელი, გვარი, ეროვნება და დაბადების ადგილი — შეცდომით არის დაწერილი. დამატებით, StopFake-ის თანამშრომლებმა ფოტოზე მოცემული ებრაული წარწერები დაადარეს Wikipedia-ში ოლენა ზელენკას ებრაულენოვან გვერდს, რითიც დამოუკიდებლადაც დაადასტურეს პასპორტზე არსებული უზუსტობები. ებრაულ ენაზე ოლენა ზელენსკა იწერება ასე - אולנה זלנסקה, მაშინ როდესაც გაყალბებულ პასპორტზე სხვანაირად გამოიყურება მისი სახელი და გვარი. ებრაულ ენაზე ტექსტს მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ. თუმცა, ოლენა ზელენსკას სახელი პასპორტზე მარცხნიდან მარჯვნივ არის დაწერილი. მაგალითად ზელენსკას გვარი ებრაულ ენაზე ბოლოში ამ სიმბოლოთი მთავრდება - א, მაშინ როდესაც გავრცელებულ პასპორტზე ამ სიმბოლოთი იწყება მისი გვარი.

წყარო: StopFake

პოლონელმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ დამატებით დაადგინა, რომ დოკუმენტის გასაყალბებლად, სავარაუდოდ, ოლენა ზელენსკას 2023 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებული ფოტოა გამოყენებული, რომელიც ახლაც ხელმისაწვდომია მის ტელეგრამ არხზე.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ყალბია.

ყველა პოსტის ნახვა

რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
რა წერია ევროკავშირის LGBTIQ+ თანასწორობის 2026-2030 წლების სტრატეგიაში?
ნოე 18, 2025
ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?
ჯარისკაცების ვიდეო უკრაინის რადადან ხელოვნური ინტელექტის მიერაა შქმნილი - როგორ ამოვიცნოთ?
იან 23, 2026
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 19, 2026
დეზინფორმაცია: ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა
დეზინფორმაცია: ტრამპის ადმინისტრაციამ ზელენსკის სასტუმროსა და სხვა მომსახურების ხარჯების დაფარვაზე უარი თქვა
მარ 03, 2025
სოციალურ ქსელში გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გაბრიელიუს ლანდსბერგისის ციტატა კონტექსტის გარეშე ვრცელდება
მაი 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.