Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

თებერვალს 19, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო (დაარქივებული ბმული), რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს ვხედავთ. უფრო კონკრეტულად, ვიდეოში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიმებიან მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ცეკვავს. რეალურად, ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და სინამდვილეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას მსგავს ფონზე რეალურად ჰქონდა ადგილი. კერძოდ, 2019 წლის 25 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე შეხვედრის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ ჟურნალისტებთან აშშ-უკრაინის ურთიერთობებსა და იმ სატელეფონო ზარზე სასაუბროდ, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს ჰქონდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სწორედ აღნიშნული შეხვედრიდანაა აღებული კადრი.

წყარო: Foreign Policy

თუმცა, მომხმარებლის მიერ გავრცელებული დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო, რომელშიც ერთი პრეზიდენტი უკრავს, მეორე კი ცეკვავს – სინამდვილეში, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული და ამაზე რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ვიდეოს თავდაპირველ კადრში ვხედავთ აშშ-ისა და უკრაინის დროშების ფონზე მსხდომ პრეზიდენტებს. დონალდ ტრამპს ხელები ქვევით აქვს მიმართული, როდესაც უცებ კადრში ჩნდება სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დაკვრას იწყებს. საყურადღებოა, რომ ვიდეოს 0:05 წამზე დონალდ ტრამპის ხელში არსებული ინსტრუმენტი არაბუნებრივად იცვლება და ვიდეოს დანარჩენ ნაწილში პრეზიდენტი სხვა ინსტრუმენტზე უკრავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმებიან ინსტრუმენტზე დაკვრის პროცესში დონალდ ტრამპის თითები ერთსა და იმავე რუტინულ მოძრაობას აკეთებენ, რის შედეგად თითები ერთმანეთს არაბუნებრივად ერწყმის.

საყურადღებოა აშშ-ის პრეზიდენტის სახის გამომეტყველება და ნაკვთებიც ვიდეოს მიმდინარეობისას. უფრო კონკრეტულად, მისი მიმიკა თითქმის არ იცვლება, ვიდეოს მეორე მონაკვეთში კი (0.05 წამის შემდეგ) სახის ნაკვთების გარჩევა თითქმის შეუძლებელი ხდება, ფორმას კარგავს მისი თმის კონტურებიც და თმის ყურთან კვეთის ხილვადობა იკლებს.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი მოძრაობებიცა და სხეულის დეტალებიც მიუთითებს ვიდეოს სიყალბეზე. ვიდეოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ხელში მუსიკალური ინსტრუმენტი უეცრად ჩნდება, პრეზიდენტი ზელენსკი „ცეკვას“ იწყებს. თუმცა, სავარძლიდან მისი ადგომის კადრი არაბუნებრივია (ადგომის ნაცვლად სავარძელზე სრიალებს). ამასთანავე, თავდაპირველად ზელენსკი სავარძელზე აღარ ზის და მჯდომარე ადამიანის პოზაში იწყებს ცეკვას, რაც არარეალურობის განცდას იწვევს. ამასთანავე, ცეკვის პროცესში პერიოდულად კადრში ვხედავთ მოცეკვავის სახეს, რომლის ნაკვთებიც არაზუსტია და შეუძლებელია გარჩევა, ნამდვილად ვოლოდიმირ ზელენსკის წარმოადგენს თუ არა.

ამას გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელებისა და თითების მოძრაობა და მორფირებაც მიუთითებს, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული. კერძოდ, ვიდეოში პრეზიდენტი ხელებსა და თითებს არაბუნებრივად ამოძრავებს, მოძრაობისას კი მისი ხელების სილუეტს ჩრდილი დაჰყვება.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო არ გაუვრცელებია არც ერთ სანდო მედიას.

ყველა პოსტის ნახვა

რას წერს ევროკომისია და ეუთო/ოდირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის საკითხზე?
რას წერს ევროკომისია და ეუთო/ოდირი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის ფარულობის საკითხზე?
დეკ 01, 2025
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება
ივნ 09, 2025
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში იტალიელი აქტივისტების ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ოქტ 29, 2024
სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბორის ყურუას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 21, 2025
ფოტო, რომელზეც ვანო ნადირაძეა გამოსახული, რედაქტირებულია
ფოტო, რომელზეც ვანო ნადირაძეა გამოსახული, რედაქტირებულია
იან 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.