Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა

დეზინფორმაცია: „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა

მაისს 9, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელებში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „პატრიოტთა ალიანსმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია შეკრა. მტკიცებულებად წარმოდგენილია „ტვ პირველის“ პოსტი, რომელზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე და გოჩა ჯოჯუა ჩანან. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება (1; 2; 3).

აღნიშნულ ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას  შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ-ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს…

და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, “ქართულ ოცნებაში” იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო,  რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ.

ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ“, – წერს ინაშვილი პოსტში.

დამატებით, იმის მტკიცებულებად, რომ თითქოს „პატრიოტთა ალიანსი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ, ნიკა მელიას ფოტოა მოყვანილი, თუმცა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის 8 დეკემბერს დატოვა და ამჟამად ის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. საგულისხმოა ისიც, რომ „ტვ პირველის“ პოსტი და მასზე არსებული ფოტო ოპოზიციური პარტიებისა და  ახალგაზრდული საზოგადოებრივი ჯგუფების 2025 წლის 4 მაისის შეხვედრას აღწერს, რომელიც პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ჩატარდა.

შეხვედრის კადრებში, რომელიც „ტვ პირველის“ სიუჟეტიდანაა აღებული, ვხედავთ, რომ მელია ესალმება და ხელს ართმევს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს გოჩა ჯოჯუას, მის გვერდით კი დგას გოჩა თევდორაძე. ამ საკითხზე 2025 წლის 5 მაისს „ობიექტივის“ ეთერში გადაცემაში „კრიტიკული აზრი“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა გიორგი ლომიამ და გოჩა ჯოჯუამ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციაზე ისაუბრეს და აღნიშნულ შემთხვევას შავი პიარი უწოდეს. მათი თქმით, ჯოჯუა შეხვედრაზე მივიდა იმის გამო, რომ ეს პაატა ბურჭულაძის თხოვნა იყო. ჯოჯუამ ქვეყანაში არსებულ დაძაბულ სიტუაციასა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა: „[ბატონი პაატა ბურჭულაძე] ამ იდეით მოვიდა [ჩემთან] რომ მე მაქვს ასეთი იდეა, რომ მე მინდა პოლიტიკურ ჯგუფებს დაველაპარაკო, ვუთხრა. თქვენ ერთმანეთს რადგანაც, ჩვეულებრივი რამეა, ზოგი დაპირისპირებულია, ზოგი, დაპირისპირება სიტყვაც კი შეიძლება ნაკლებად წარმოაჩენს იმას რა მდგომარეობაშიც პოლიტიკური პარტიებია, მაგრამ, რბილი სიტყვით, კონკურენტები არიან, ერთმანეთთან ვერ სხდებიან, ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ, არ ლაპარაკობენ და არ ცდილობენ იმას, რომ დაილაპარაკონ, მაგრამ არის საკითხი, რომელზედაც შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში და ეს ხშირად ყოფილა „ქართულ ოცნებას“ გახსოვთ, უთქვია, როდესაც „ქართული ოცნება“ იბარებდა, ყველა პოლიტიკური პარტიები ერთად დავჯდეთ, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ იყო და ყველა იყო, მაშინ ეს ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა, ამ შემთხვევაშიც, მცდელობა არის მხოლოდ ერთი რამის, მოიძებნოს გზა გამოსავლისა…[სტილი დაცულია]“

ამდენად, ფოტოზე არა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გამართული შეხვედრის, არამედ სხვა ღონისძიების კადრებია, სადაც სხვა ბევრ ადამიანთან ერთად კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გოჩა თევდორაძე და გოჩა ჯოჯუა იმყოფებოდნენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც შიშველი კაცი ჩანს, რუსეთშია გადაღებული
მაი 01, 2025
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშსა და ეუთო/ოდირის დასკვნაში
დეკ 01, 2025
სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილონ მასკის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 27, 2024
დეზინფორმაცია: დასავლელ ლიდერებთან შეხვედრაზე ზელენსკის შარვალი უკუღმა ეცვა
დეზინფორმაცია: დასავლელ ლიდერებთან შეხვედრაზე ზელენსკის შარვალი უკუღმა ეცვა
მაი 22, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.