Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის  პოსტები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით დეზინფორმაციული შინაარსის პოსტები ვრცელდება

ივნისს 10, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

პროევროპული აქციების დასაწყისიდან ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დეზინფორმაციის სამიზნე არა ერთხელ გამხდარა (1, 2 ).  მისი ფონდი თანხებს გამოყოფდა  დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის – რესპირატორების, სათვალეების,  აირწინაღების, ასევე ტანისამოსის – შესაძენად.  გასულ თვეში ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდის ჩასაწერად პარიზში ჩავიდა და ვიზიტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა მის ანგარიშებზე გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ჟორჟოლიანის მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული შინაარსის არა ერთი პოსტი გამოქვეყნდა. მათ შორის, Facebook (1, 2, 3)  და TikTok  (1, 2, 3) არხების მიერ ვირუსულად გავრცელდა ქარდი, რომელზედაც ნანუკა ჟორჟოლიანის ყალბი ციტატა დატანილი: „მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ვისვენებ, თავს მეც პოლიტპატიმრად ვგრძნობ“.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსი ციტატა არც ერთ სანდო მედიასა თუ ღია წყაროში, არც მის  Facebook და Instagram-ანგარიშებზე არ იძებნება. შესაბამისად, ციტატის ნამდვილობა არ დასტურდება.

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდის , რომელიც მოდელი და TAMOSKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძის ისტორიას გვიყვება, დასაწყისში ნანუკა ამბობს, რომ პარიზში იმის საჩვენებლად ჩავიდნენ, თუ სად მზადდება TAMOSKIN-ის პროდუქცია.

ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელებში ანგარიშები ავრცელებენ, ნანუკა ჟორჟოლიანმა მის Instagram-ანგარიშზე 10 მაისს გამოაქვეყნა.

 

გაყალბებულ ციტატასთან ერთად, Facebook-ანგარიშმა „ნაცი ხვიტია“, რომლის გავრცელებულ დეზინფორმაციაზე „ჯეოფაქტსს“ აქამდეც დაუწერია (1, 2, 3) რედაქტირებული ფოტო გაავრცელა (დაარქივებული ბმული), აღწერით: „ფოტო პარიზის მოდის კვირეულიდან“.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ფოტო, რომელშიც უცნობი ქალი ჩანს, ფოტოგრაფ Vincas Alesius ფეისბუქ გვერდზე 4 ივნისს გამოქვეყნდა, აღწერით: „ვილნიუსის ქუჩის ცხოვრება“ (დაარქივებული ბმული).

ამდენად, „ნაცი ხვიტიას“ მიერ გავრცელებული ფოტო რეალურად რედაქტირებულია და მასში ნანუკა ჟორჟოლიანის სახეა ჩასმული.

ცნობისთვის, „ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, რომელიც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ფონდის Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

2025 წლის 29 აპრილს ნანუკა ჟორჟოლიანის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელ ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურის მტკიცებით,  ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.  ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიში დააყადაღეს.

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, 2025 წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც სხვა საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად, მათ შორის პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებსაც ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

 

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ
რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ
ივნ 19, 2024
დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
დეზინფორმაცია: ცნობილია, რომ აცრილებში აუტიზმის რისკი 170-ჯერ მეტია
თებ 12, 2025
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
დეზინფორმაცია: ვიდეოში სომეხი გულშემატკივრები ქართველებს აგინებენ
მარ 26, 2025
სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში „კალერგის გეგმის“ კონსპირაცია ვრცელდება
აპრ 24, 2025
დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს
დეზინფორმაცია: რუმინელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტიდან ხატის ტარების გამო გააძევეს
ივლ 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.