Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ვრცელდება

დეკემბერს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: რედაქტირებული
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც  არაბულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი ქართულად მიმართავს საზოგადოებას. ვიდეოში სავარაუდოდ არაბი მამაკაცი ამბობს: „მინდა გითხრათ, რომ კარგი მხარე გაქვთ ქართველებს. ჩვენც დავეტევით უპრობლემოდ“. სინამდვილეში, ვიდეო ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეო „ქართული ოცნების“ გამოცხადებული 6-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის კონტექსტში ვრცელდება. Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად დაიწყო კამპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას ე.წ. „არაბიზაციის“ არგუმენტით უპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოც, რომელშიც არაბულ სამოსში ჩაცმული მამაკაცი საქართველოში ჩასახლებაზე საუბრობს, ამ კამპანიას უკავშირდება.

„ჯეოფაქტსმა“ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოებით გადაამოწმა. Hive Moderation-ის თანახმად, ვიდეო 99.9%-ით შეიცავს AI გენერირებულ მასალას.

დამატებით, InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვიდეო 98%-ით ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

ვიდეო რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ იგი არც ერთ სანდო მედიაში არ გავრცელებულა. ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის კვალზე ვიდეოში მამაკაცის არაბუნებრივი ხმა და საუბრის მანერაც მიუთითებს.

ყველა პოსტის ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებაზე ირანის ბლოკადას მიემართება
ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებაზე ირანის ბლოკადას მიემართება
აპრ 17, 2026
დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს
დეზინფორმაცია: უნგრეთი ევროკავშირს ტოვებს და ამ საკითხზე პლებისციტს ამზადებს
მარ 10, 2025
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
ინსტაგრამ-მოდელი თუ მერცის შვილი? მცდარი მტკიცება გერმანიის კანცლერის ოჯახზე
იან 27, 2026
სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
სოციალურ ქსელში კირ სტარმერის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მან უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება დააკანონა
ოქტ 07, 2025
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ივნ 11, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.