Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებაზე ირანის ბლოკადას მიემართება

ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზება ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებაზე ირანის ბლოკადას მიემართება

აპრილს 17, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია: "უკრაინა ჰორმუზის სრუტის გახსნას გეგმავს - ზელენსკი. „ჩვენ მისი გახსნა გვსურს. ჩვენ უკვე გვაქვს შავი ზღვის დახურვის გამოცდილება“, - თქვა მან. სრუტე ამჟამად აშშ-სა და ირანის სამხედროების მიერ არის გადაკეტილი." გავრცელებული პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა დამოუკიდებლად აპირებს, რომ აშშ-სა და ირანის მიერ დაბლოკილი სრუტე გაათავისუფლოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰორმუზის სრუტის გათავისუფლების საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრა. მაგალითად, მარტის ბოლოს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, გამოცემა Politico-ს კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა: "მათ [ამერიკელებს] გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება შავი ზღვის კორიდორთან დაკავშირებით და თუ როგორ მუშაობს ის ახლა. მათ იციან როგორი ეფექტური იყო უკრაინის შეიარაღებული ძალები შავი ზღვის კორიდორის გახსნაში".

მოგვიანებით, აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შავი ზღვის ბლოკადის გახსნის გამოცდილებით, კიევი აშშ-ს მხარდასაჭერად მზად იყო. მისი ინტერვიუდან ამონარიდი მის X ანგარიშზეც იძებნება, სადაც პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა საზღვაო კორიდორის გათავისუფლების გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე: "ჩვენი წინადადება — ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით — შემდეგი იყო: ომი და მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე შეიძლება პარალელურად მიმდინარეობდეს. ღირს დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობა და ეს შეიძლება ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს ამ ომში. ალტერნატიული ნაბიჯი იქნებოდა სრუტის ცალმხრივად კონტროლი, როგორც უკრაინამ გააკეთა „მარცვლეულის დერეფნის“ შემთხვევაში. ამის მისაღწევად საჭირო იქნებოდა ჩამჭრელი სისტემები, სამხედრო კოლონები გემების ესკორტირებისთვის, ფართომასშტაბიანი ინტეგრირებული ელექტრონული ომის ქსელი და სხვა საშუალებები. ჩვენ მზად ვართ ამაში დახმარებისთვის." პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად შეთავაზებისა, მას ვაშინგტონი არ გამოხმაურებია.

დამატებით, სანდო წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტს დამოუკიდებლად სრუტის გახსნის ოპერაციის გეგმაზე ესაუბროს, როგორც ეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.

ამდენად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხზე რამდენჯერმე ისაუბრია, თუმცა მისი განცხადებები აშშ-ის დახმარების კონტექსტში გაკეთდა. მას არც სრუტის დამოუკიდებლად და არც აშშ-ის ბლოკადისგან გათავისუფლებაზე უსაუბრია.


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანაბეჭდზე გაჟღერებული მოწოდება IX მოწვევის პარლამენტის წევრ სერგი კაპანაძეს არ ეკუთვნის
აპრ 15, 2025
სოციალურ ქსელში “ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
სოციალურ ქსელში “ტაბულას“ რედაქტირებული ქარდი ვრცელდება
ოქტ 15, 2025
სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში სტენლი კუბრიკთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
მარ 16, 2026
სოციალურ ქსელში მსახიობ ია ფარულავას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ ია ფარულავას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აგვ 13, 2025
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტინგისგან იტალიაში ღვინის მამული იყიდა
აგვ 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.