Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს

სატირა: 20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს

ოქტომბერს 26, 2024 · გადამოწმებული ფაქტები, არჩევნები 2024 · ვერდიქტი: სატირა
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია, პოსტს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „20:00 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია მთაწმინდაზე შეიკრიბება და ხმებს იქიდან დაიცავენ“. რეალურად, აღნიშნული პოსტი სატირული შინაარსის არის, მსგავსი შეკრების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ არ არსებობს სანდო, ოფიციალური ან ავთენტური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსგავსი შეკრება დღეს საღამოს მთაწმინდაზე ჩატარდება. მსგავსი ინფორმაცია არ გვხვდება ოპოზიციური კოალიციების ოფიციალურ Facebook-გვერდებზეც და მხოლოდ აღნიშნული ანგარიშის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, „მიხეილ განუბაჟებელი“ (TikTok-ზე mikheilukrainologi) ანტი-ოპოზიციური ანგარიში, როგორც წესი,  რივე პლატფორმაზე ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს, მაგალითად, სატელევიზიო სიუჟეტებიდან მანიპულაციურად ჭრის კადრებს, ვიდეოების ნაწილზე ცვლის ხმოვან მასალას (იხ. მაგალითები 1, 2, 3, 4, 5). წარსულში Facebook-ანგარიში „მიხეილ უკრაინოლოგის“ სახელით ფუნქციონირებდა. Disinfoobserver-ის მიხედვით, აღნიშნული გვერდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრების და მხარდამჭერების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული და ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივიტს თუ მედიას უპირისპირდებოდა, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა.

ამდენად, პოსტი სატირული შინაარსის არის და სინამდვილეს არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეზინფორმაცია: რუსკა მაყაშვილი მამუკა ხაზარაძის ნათესავია
დეკ 12, 2024
რა ვიცით უკრაინის ქალაქ ჩერკასში მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ შემთხვევაზე?
რა ვიცით უკრაინის ქალაქ ჩერკასში მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ შემთხვევაზე?
ოქტ 18, 2024
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ბილ გეითსის ინიციატივა არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება
ოქტ 08, 2024
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
სოციალურ ქსელებში ბუჩაში რუსების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის უარმყოფელი მასალა ვრცელდება
ივნ 12, 2026
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის ყალბი ციტატა ვრცელდება
მარ 07, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.