Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
არ დასტურდება, რომ ისრაელმა ღაზის სექტორიდან 60 პალესტინელი ნაგვის მანქანის საშუალებით გაიტაცა

არ დასტურდება, რომ ისრაელმა ღაზის სექტორიდან 60 პალესტინელი ნაგვის მანქანის საშუალებით გაიტაცა

აპრილს 21, 2026 · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის მიერ 60 პალესტინელის ნაგვის მანქანის საშუალებით გატაცების შესახებ.
როგორც ისრაელის, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ადასტურებს, რომ ისრაელის პოლიციამ დააკავა 70 პალესტინელი, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე ფარულად, ნაგვის მანქანაში დამალულები ცდილობდნენ შესვლას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ისრაელმა ღაზას სექტორიდან 60 პალესტინელი გაიტაცა და ყველა მათგანი ნაგვის მანქანაში მოათავსა, მათ შორის ბავშვებიც." პოსტის გამავრცელებელი გვერდი აღნიშნულს ასათაურებს, როგორც "ებრაელების ფაშისტურ ქმედებას”.

ღია წყაროებში აღნიშნული ფაქტის შესახებ ძიებას, მივყავართ როგორც ისრაელის, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო მედიის წყაროებამდე.

როგორც სტატიებიდან ირკვევა, 2026 წლის 13 აპრილის გვიან საღამოს, ისრაელის პოლიციამ დააკავა დაახლოებით 70 პალესტინელი მამაკაცი, რომლებიც დასავლეთ სანაპიროდან ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ისინი ნაგვის გადამზიდი მანქანის სატვირთო ნაკვეთურში იყვნენ დამალულები. Associated Press-ის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მამაკაცები ცდილობდნენ ცენტრალურ ისრაელში შეღწევას და რომ ისინი დააკავეს დასავლეთ სანაპიროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე.

ოფიციალურ სტრუქტურებს არ დაუზუსტებიათ შეღწევის სავარაუდო მიზანი. თუმცა Associated Press-ის ანალიზის მიხედვით, ადგილობრივი პოლიციის უფროსის მიერ გამოყენებული ტერმინების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ დაკავებული პირები სამუშაოს მაძიებლები იყვნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო მასალის ანალიზი და არც ავტორიტეტული საერთაშორისო მედიების სტატიები არ ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს შორის ბავშვებიც იყვნენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძის გაყალბებული ციტატა "მთავარის" ვიზუალით ვრცელდება
მაი 27, 2026
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?
რა ვიცით ვიდეოს შესახებ, რომელშიც რომის პაპი იჩოქებს?
იან 29, 2026
დეზინფორმაცია: აშშ NATO-დან გადის
დეზინფორმაცია: აშშ NATO-დან გადის
დეკ 16, 2025
სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან
სოციალურ ქსელში მანიპულაციური ვიდეო ვრცელდება, თითქოს მასში საქართველოში ომის დაწყების მომხრეები არიან
ოქტ 03, 2024
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სპირალი: რეალობაVS დეზინფორმაცია
დეკ 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.