Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ესპანელი აქტივისტის იზაბელ პერალტას დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ესპანელი აქტივისტის იზაბელ პერალტას დაკავების შესახებ ინფორმაცია კონტექსტის გარეშე ვრცელდება

აპრილს 16, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook- ანგარიშები (1, 2) ესპანელი აქტივისტის იზაბელ პერალტას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ პერალტა  დააკავეს შემდეგი კომენტარების გამო “ესპანეთი ქრისტიანულია და არა მუსულმანური” და “ეს არ არის მიგრაცია, ეს არის შემოჭრა”. რეალურად, იზაბელ პერალტას, რომელიც ესპანური ნეონაცისტური ორგანიზაცია NS Bastión Frontal-ის წევრია, ბრალი 2021 წელს მაროკოს საელჩოსთან ჩატარებული აქციის დროს მაროკოელი მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილისა და დისკრიმინაციის გაღვივებასა და ძალადობის წახალისებისთვის მიესაჯა.

 ნეო-ნაცისტური ჯგუფის NS Bastión Frontal-ის ლიდერი  იზაბელ მედინა პერალტას ერთწლიანი პატიმრობა და 1080 ევროს ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, მაროკოელი და მუსლიმი მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილისა და ძალადობის  წახალისების გამო.  საქმე ეხება 2021 წელს მადრიდში მაროკოს საელჩოს წინ გამართული აქციიას, სადაც პერალტამ გააკეთა  ძალადობრივი მოწოდებები მაროკოს თემის მიმართ. საპროტესტო აქცია საელჩოსთან 5 ადამიანის დაკავებით დასრულდა.

მადრიდის პროვინციულმა სასამართლომ მისი გამონათქვამები, როგორიცაა “სიკვდილი დამპყრობელს” და “ეს არ არის მიგრაცია, ეს შეჭრაა” განიხილებოდა, როგორც ძალადობრივი ქცევის წახალისებად და  მაროკოელი მიგრანტების ღირსებაზე შეტევად. მომიტინგეებს ასევე აღმართული ჰქონდათ დიდი ზომის ბანერი, წარწერით: “არც მეფე, არც მთავრობა და არც ევროკავშირი არ შეაჩერებს მაროკოს ექსპანსიონიზმს. ომი დამპყრობელთან”. საგულისხმოა, რომ მოსამართლეების თქმით,  ზოგადად გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ეს არ ვრცელდება ისეთ განცხადებებზე, რომელიც წაახალისებს ძალადობას ან დაუცველ თემებს მიემართება. მოსამართლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ სასჯელის სიმძიმის დაგენაში აქციაზე პერალტას წამყვანი როლიც გაითვალისწინეს.

ამდენად, იზაბელ პერალტას დაკავების შესახდებ მტკიცება, რომ თითქოს  მხოლოდ მიგრაციის კრიტიკის გამო დააკავეს, შეცდომაში შემყვანია.

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 31, 2024
უკრაინელი დაჭრილი სამხედროებისთვის ორგანოების ამოცლისა და გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება
უკრაინელი დაჭრილი სამხედროებისთვის ორგანოების ამოცლისა და გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება
სექ 28, 2026
მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული
მაკკეინის ინსტიტუტის საინფორმაციო ბარათზე სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტად არის მოხსენიებული
იან 30, 2025
ნიკა გვარამიას აფხაზეთთან დაკავშირებული ინტერვიუ მცდარი კონტექსტით ვრცელდება
ნიკა გვარამიას აფხაზეთთან დაკავშირებული ინტერვიუ მცდარი კონტექსტით ვრცელდება
აგვ 19, 2026
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
FIFA-ს რუსეთისთვის შეზღუდვები ოფიციალურად არ მოუხსნია
იან 26, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.