Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელებში მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეოს რედაქტირებული ვერსია გავრცელდა

სოციალურ ქსელებში მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეოს რედაქტირებული ვერსია გავრცელდა

ნოემბერს 8, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში 7 ნოემბერს გავრცელდა მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის ვიდეო, სადაც მისი ხმა რედაქტირებულია. კერძოდ, ანონიმურმა Facebook-გვერდმა „მიხეილ განუბაჟებელი“ და Facebook-ანგარიშმა David Tordia გამოაქვეყნეს ვიდეო (იხილეთ ბმული 1, 2), სადაც დიმიტრი ტატიშვილი ამბობს: „ტეხავს ნაცობა, აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს. ნაცები ვინც ვართ ყველას გვიტყდება. ადრე ამით რომ მოგვქონდა თავი, ახლა ვეღარ ვტრაბახობთ. ნაცობა მენტალური მდგომარეობაა, სამწუხაროდ რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია ფანატიკოსობასთან, ძალაუფლების წყურვილთან, ტრადიციების უპატივცემულობასთან, ანუ სიბნელესთან რა და ეს ტეხავს და ამას უკვე ძალაუფლებას მოწყურებული ნაცებიც ვიაზრებთ, რომ ტეხავს“ (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).

იდენტური ვიდეო ასევე გავრცელდა TikTok-ზე ანონიმური ანგარიშის „გამოიწერე“ მიერ.

რეალურ ვიდეოში (დაარქივებული ვიდეო), რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“  გამოაქვეყნა, მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი, სინამდვილეში, ამბობს „ტეხავს ქოცობა. აშკარად ეგრეა. ნაღდად ტეხავს, აი ქოცები ვინც არიან იმათაც უტყდებათ. ადრე რომ ამით მოჰქონდათ თავი, ახლა ვეღარ ტრაბახობენ. ქოცობა მენტალური დაავადება, სამწუხაროდ რა საკვირველია, რომელიც დაკავშირებულია უმეცრებასთან, სიხარბესთან, მონურ დამოკიდებულებასთან, მონურ აზროვნებასთან, სიბნელესთან რა ძირითადად. ჰოდა ეს ტეხავს და ეს ამ ბნელებმაც იციან, რომ ტეხავს, ჰოდა ეს მასობრივი ამბავია. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან მომწიფდა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი განდევნოს საქართველოდან, რა თქმა უნდა, ეს არის რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, ეს არის არჩევანი ჩვენ ისევ რუსეთის ამ ჭაობში ჩავეფლობით, თუ ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი გავხდებით. მენტალურად ჩვენ მზად ვართ ამისთვის დიდი ხანია უკვე. სამწუხაროდ, რუსეთს თავისი საცეცები ქმედითად აქვს საქართველოში შემოშვებული და უნდა ჩავჭრათ ეს საცეცები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი 26-ში ამ საცეცების ჩაჭრის და ბოლომდე გათავისუფლების ამ გამხრწნელი რაღაცა ჭაობისგან, რომელიც არაფერს კარგს არასოდეს არ მოგვიტანს, არც მოუტანია და არც მოგვიტანს არასდროს”.

ვინაიდან რედაქტირებულ აუდიო ჩანაწერში გაჟღერებული ხმა, ჰგავს დიმიტრი ტატიშვილის რეალურ ხმას, ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის შესახებ საუბრობს. ეს კი პოლიტიკურ საკითხებზე მის შეხედულებებს მცდარად წარმოადგენს. რეალურად, მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი იყენებს ტერმინს „ქოცობა“.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში მსახიობის სიტყვები რედაქტირებულია და რეალობას არ შეესაბამება.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციიდან რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
აპრ 01, 2025
სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ყალბი ციტატა ვრცელდება
ნოე 18, 2025
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება
დეზინფორმაცია: ჭკვიანი სათვალეებით არავაქცინირებულთა ამოცნობა შეიძლება
ივლ 23, 2024
სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლეონიდ კალაშნიკოვის ყალბი ციტატა ვრცელდება
დეკ 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.