Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]

თათია ნიკოლაშვილი: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]

ივნისს 21, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: სიმართლე

ვერდიქტი: “ჯეოფაქტსის” დასკვნით, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

განცხადება: ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული]

რეზიუმე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთო სახელმწიფოებრივი და შიდა გზების ჯამური სიგრძე 1 544 კმ-ს შეადგენს, აქედან 1 400 კმ შიდა გზებია.  2023 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოწესრიგებულია შიდა გზების მხოლოდ 23.8%. დანარჩენზე კი, განსაკუთრებით, ნალექიან ამინდში, ფაქტობრივად შეუძლებელია გადაადგილება. მრავალი წელია, რაც სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ადგილობრივებამდე ვერ აღწევს სასწრაფო დახმარების ან სხვა ტრანსპორტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს ხდება საჭირო. ეს წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ გზების მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბარია 2020-2023 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტშიც. მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ დაგეგმილი აქვს გზების პრობლემური მონაკვეთების 60%-ის დაფარვა ბეტონის საფარით. ოზურგეთის სოფლების მოსახლეობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტთა შორის, ხშირად სწორედ სოფლის შიდა გზებისა და სოფლის ქალაქთან დამაკავშირებელი გზების მოწყობას, ასევე, ბეტონის  გზისთვის საჭირო მასალების შესყიდვას ითხოვს. დოკუმენტის თანახმად, მოუწესრიგებელელია შიდა გზების 76%-ზე მეტი.

 

ამდენად, “ჯეოფაქტსის” დასკვნით, თათი ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა: „ოფიციალური მონაცემებით, მათივე [მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის] დოკუმენტებში წერია, რომ ოზურგეთში გზის 73% არ არის [მოწესრიგებული].“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საკრებულოს განკარგულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის (2024-2027 წლები) დამტკიცების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის 1 544 კმ ჯამური სიგრძის საერთო სახელმწიფოებრივი და შიდა გზები, ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის 12.4-კილომეტრიანი მონაკვეთი. შიდასახელმწიფოებრივი გზების მთლიანი სიგრძე კი 105.4 კმ-ს შეადგენს. რჩება 1 426 კმ-ზე ოდნავ მეტი სიგრძის შიდა სასოფლო გზები (სხვა დოკუმენტში მითითებულია 1 400 კმ). მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აღნიშნავს, რომ ასფალტ-ბეტონის ან ბეტონის საფარით დაფარულია სასოფლო გზების მხოლოდ 23.8%, ხოლო ბევრ სოფელში ისეთი გზებია, რომლებზე გავლაც უჭირს ნებისმიერ ტრანსპორტს, მათ შორის, სასწრაფო დახმარების მანქანას. გარდა ამისა, მოსახლეობას, მით უფრო, ნალექიან ამინდში, შეზღუდული აქვს ხელმისაწვდომობა დასაქმების ადგილებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა აუცილებელ ობიექტებზე. თვითმმართველობა ადასტურებს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია და ეს მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი მართლაც უკმაყოფილოა და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი პრობლემა აქვს, ხშირად მთავარ პრობლემად სწორედ უგზოობას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ მერია რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე სამუშაოებს ყოველწლიურად ითვალისწინებს, ჯერაც ბევრ სოფელში ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობაა, რომ გადაადგილება შეუძლებელია. განსაკუთრებით უჭირთ იმ სოფლებში, სადაც მეწყრულმა პროცესებმა დიდი მსხვერპლი და ზარალი გამოიწვია.

მოსახლეობისთვის რომ შიდა გზების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამაზე მეტყველებს 2024 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული მოთხოვნაა შიდა სასოფლო გზების მოწყობაზე ან  ბეტონის გზისთვის მასალების შეძენაზე. მსგავსი მოთხოვნა იყო 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებზეც, რასაც მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების ოქმები ადასტურებს.  სხვათა შორის, 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტში შიდა გზებთან დაკავშირებული პრობლემა ზუსტად ისეა აღწერილი, როგორც 2020-2023 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტში, იმ განსხვავებით, რომ გასულ წლებში, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის საფარით დაფარული იყო შიდა გზების მხოლოდ 5%, ხოლო არსებული მდგომარეობით, მოწესრიგებული გზების წილი გაზრდილია 18.8%. ამდენად, მოსაწესრიგებელი დარჩა  76%-ზე მეტი.

აქედან გამომდინარე, თათია ნიკოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.

ყველა პოსტის ნახვა

„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
„ჯეოფაქტსმა“ პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებები გადაამოწმა
ნოე 26, 2024
მამუკა მდინარაძე: გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა
მამუკა მდინარაძე: გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა
ივნ 11, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
იან 22, 2025
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 16, 2025
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
აგვ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.