Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ნეთანიაჰუს ინტერვიუდან ნაწყვეტი შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

ნეთანიაჰუს ინტერვიუდან ნაწყვეტი შეცდომაში შემყვანი კონტექსტით ვრცელდება

მაისს 11, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: მცდარი · საერთაშორისო

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებელი ისრაელის პრემიერის ინტერვიუდან ნაწყვეტსავრცელებს. პოსტის აღწერაში წერია: „ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკული ქალაქების ბირთვული დაბომბვის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, „ამერიკის გადაადგილება მარტივად შეიძლება“ (არქივირებული ბმული).

ნეთანიაჰუს ინტერვიუს მონაკვეთის ამგვარად გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისრაელის პრემიერი ბირთვული იარაღით ამერიკის შეერთებულ შტატებს თავად ემუქრება.

ნეთანიაჰუს ციტატა ვიდეოში ასეთია: „ავითარებენ ახლა. ბალისტიკურ რაკეტებს, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც აქვთ 8000 კილომეტრიანი რადიუსი. ეს რას ნიშნავს? ისინი დაამატებენ 3000 კილომეტრს და საკუთარი იარაღის სამიზნედ, ატომური იარაღის სამიზნედ აქვთ ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი, მაიამი, მარ-ა-ლაგო [1]. ეს ძალიან დიდი საფრთხეა. არ არის სასურველი იყო ამ ადამიანების ბირთვული იარაღის საფრთხის ქვეშ, რომლებიც აუცილებლად რაციონალურები არ არიან და სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“.

მოცემული ვიდეო არის ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც ისრაელის პრემიერმა გასული წლის ოქტომბერში ბენ შაპიროს, ამერიკელ კონსერვატორ კომენტატორს მისცა. მისი სრული ციტატა ასეთია: „არა, ჩვენ გვქონდა ზუსტად საჭირო ალიანსი, რომელშიც საქმე გავინაწილეთ და მივაღწიეთ ირანის ნეიტრალიზებას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ამერიკული ქალაქი დააშანტაჟოს. ხალხს, სავარაუდოდ ამის არ სჯერა, არა? [ფიქრობენ] შორს ვართო, არა? არა, არ ხართ შორს. ირანი ახლა ავითარებს ბალისტიკურ რაკეტებს, კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც აქვთ 8000 კილომეტრიანი რადიუსი. ეს რას ნიშნავს? ისინი დაამატებენ 3000 კილომეტრს და საკუთარი იარაღის სამიზნედ, ატომური იარაღის სამიზნედ აქვთ ნიუ იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი, მაიამი, მარ-ა-ლაგო [1]. ეს ძალიან დიდი საფრთხეა. არ არის სასურველი იყო ამ ადამიანების ბირთვული იარაღის საფრთხის ქვეშ, რომლებიც აუცილებლად რაციონალურები არ არიან და სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას“.

ვიდეოს მოცემულ მონაკვეთში ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მხარდაჭრის რაციონალურობას მიმოიხილავს - რატომ არის თავად აშშ-ს ინტერესებში ისრაელის ახლო აღმოსავლეთში დახმარება. ეს მონაკვეთი პრემიერის მიერ მანამდე ნათქვამი მოსაზრების გაგრძელებაა. რამდენიმე წამით ადრე ნეთანიაჰუ ამბობს:„ისრაელი არის მოკავშირე. მეომარი მოკავშირე, რომელიც საკუთარ საქმეს თავად აკეთებს. არამხოლოდ ეს, ჩვენ არამხოლოდ ვიბრძვით, არამედ არც ვითხოვთ აშშ-ს ჩართვას სახმელეთო ოპერაციაში. ჩვენ ეს ჩვენით შეგვიძლია. საკუთარი დაცვის საქმეს საკმაოდ კარგად ვართმევთ თავს, ვიტყოდი ბოლო 70 წლის განმავლობაში. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ ასევე დავამარცხეთ თქვენი მტრები, რომლებიც ავითარებდნენ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს თქვენს ქალაქებზე ბირთვული შეიარაღებით თავდასხმისთვის. ეს იყო, რასაც ირანი აკეთებდა. ჩვენ ეს-ესაა გამოვთიშეთ ირანი. როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტ ტრამპის სამართლიანი და ზუსტი დახმარებით.“

ამგვარად, სრული ციტატა ცხადს ხდის, რომ ვიდეოში სინამდვილეში ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს ისრაელის როლზე, აღკვეთოს ბირთვული საფრთხეები, რომლებიც, მათ შორის, ამერიკას დაემუქრება. ამ ვიდეოს იმგვარი კონტექსტით გავრცელება, თითქოს ისრაელი აშშ-ს წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე საუბრობს, შეცდომაში შემყვანია.

[1] ადგილი ფლორიდის შტატში, სადაც ტრამპის პირადი რეზიდენცია მდებარეობს


ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას გაყალბებული თარგმანი ისევ ვრცელდება
დეკ 18, 2024
ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს
ისრაელი Chat GPT-ს არ აკონტროლებს
მარ 18, 2026
სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დავით თარხან-მოურავის რედაქტირებული ფოტო ვრცელდება
დეკ 12, 2025
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ვენეციის კომისიის დასკვნით, „ქართული ფარა“ დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია
ნოე 13, 2025
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აპრ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.