Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 99% თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევს

დეზინფორმაცია: „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 99% თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევს

თებერვალს 13, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „უკვე ევროპაში ვართ“ პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ვკითხულობთ: „99% პროცენტი ნაციონალების მხარდამჭერები თავს ლგბტ ადამიანებად მიიჩნევენ. წარმატება ნაციონალებს“. სინამდვილეში, მსგავსი კვლევა, რომელიც პარტიების მხარდამჭერების ორიენტაციაზე კითხვებს მოიცავს, არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული პოსტი „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 10 თებერვალს, ღამით   გავრცელდა. აღნიშნულმა კონტექსტმა შესაძლოა მომხმარებლები უფრო მეტად შეიყვანოს შეცდომაში და აფიქრებინოს, რომ აღნიშნული მონაცემი სწორედ ზემოთ აღნიშნულ კვლევაში დაფიქსირდა.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) გამოკითხვა, რომლის საბოლოო ანგარიში 10 თებერვალს გამოქვეყნდა, საქართველოში 26 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას იკვლევს და მოიცავს ისეთ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად: „თქვენი აზრით, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი?“; „რამდენად ეთანხმებით მიმდინარე პროტესტს/ აქციებს?“; „როგორ დაახასიათებდით, დღესდღეობით, ქართული ოცნების საგარეო კურსს?“; „ძირითადად, რომელი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ?“ და სხვ. გამოკითხვის საველე სამუშაოები 2025 წლის 18-30 იანვრის მონაკვეთში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, ჩატარდა.  

კვლევაში „ნაციონალური მოძრაობა“  რამდენჯერმე არის ნახსენები (იხილეთ ფოტოები), არც ერთი მათგანი პარტიის მხარდამჭერების სექსუალურ ორიენტაციას არ ეხება. 

 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ISSA-ის გარდა, მსგავსი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები არ გასაჯაროებულა.
ამდენად, გამოკითხვა, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც აღნიშნული პოსტი გავრცელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიების მხარდამჭერების ორიენტაციის შესახებ კითხვებს არ მოიცავს. შესაბამისად, გავრცელებული პოსტი შეცდომაში შემყვანია და მისმა ISSA-ს კვლევის გასაჯაროებიდან მალევე გავრცელებამ შესაძლოა მომხმარებლებს მცდარად აფიქრებინოს, რომ პოსტის ავტორი სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო
დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო
მარ 25, 2025
სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 13, 2024
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
აპრ 09, 2026
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის მონაწილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის მონაწილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 27, 2024
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნოე 28, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.