Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალიდან „ქერის უბანი“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალიდან „ქერის უბანი“ მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

იანვარს 10, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელებში, TikTok-სა და Facebook-ზე ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი საინფორმაციო გადაცემა „კურიერიდან“ აცხადებს: „როგორც NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან იუწყებიან, დედამიწისკენ მოემართება გიგანტური ასტეროიდი, რომლის ატმოსფეროში შემოჭრა ჩვენი პლანეტიდან მოწყვეტას გამოიწვევს. დედამიწის გადარჩენის ერთადერთი შანსია ასტეროიდის გაბურღვა და მისი აფეთქება, რომ დაიშალოს წვრილ მეტეორებად და კოსმოსში გაიფანტოს. სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის გამო, ამ მისიის შესრულებაზე უარი თქვეს მსოფლიოს წამყვანმა ასტრონავტებმა, თუმცა NASA-ს ვაშინგტონის ოფისში ამ წუთებში იწყება პრესკონფერენცია, რომელზეც პენტაგონი ოფიციალურად წარადგენს მოხალისეს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, თუნდაც სიცოცხლის ფასად გადაარჩინოს კაცობრიობა. ეს გახლავთ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მამაკაცი“. რეალურად, ვიდეო სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალისთვის, „ქერის უბნისთვის“ მომზადდა. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაკვეთი იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლისთვის აღნიშნული კონტექსტი არ ჩანს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ თითქოს დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში, რეალურ საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა. სინამდვილეში, ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ 2013-2017 წლებში მიმდინარე სატირულ-იუმორისტული ანიმაციური სერიალისთვის, „ქერის უბნისთვის“ გააკეთა. სიუჟეტი „ქერის უბნის“ 23-ე ეპიზოდში სახელად „არმაგედონი“ ორ ნაწილად გავიდა. თავდაპირველად, ეპიზოდის 1:51 წუთზე ზაალ უდუმაშვილი აცხადებს: „ამ წუთებში მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას რამდენიმე მეტეორი დაეცა. ერთ-ერთი მეტეორი თბილისში, კერძოდ, ქერის უბანში ჩამოვარდა. როგორც NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან იუწყებიან, დედამიწისკენ მოემართება გიგანტური ასტეროიდი, რომლის ატმოსფეროში შემოჭრა ჩვენი პლანეტიდან მოწყვეტას გამოიწვევს“. 2:35 წუთზე ზაალ უდუმაშვილის განცხადების მეორე ნაწილს ვხედავთ: „დედამიწის გადარჩენის ერთადერთი შანსია ასტეროიდის გაბურღვა და მისი აფეთქება, რომ დაიშალოს წვრილ მეტეორებად და კოსმოსში გაიფანტოს. სიცოცხლისთვის უდიდესი რისკის გამო, ამ მისიის შესრულებაზე უარი თქვეს მსოფლიოს წამყვანმა ასტრონავტებმა, თუმცა NASA-ს ვაშინგტონის ოფისში ამ წუთებში იწყება პრესკონფერენცია, რომელზეც პენტაგონი ოფიციალურად წარადგენს მოხალისეს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, თუნდაც სიცოცხლის ფასად, გადაარჩინოს კაცობრიობა. ეს გახლავთ ამერიკაში მცხოვრები ქართველი მამაკაცი“.

ერთ-ერთ YouTube-არხზე 2014 წელს გავრცელდა სერიალისთვის ჩაწერილი აღნიშნული ვიდეო. 2024 წლის მიწურულს სოციალურ ქსელში შესაძლოა, სწორედ ამ ვიდეოს რედაქტირებული ვერსია გავრცელდა. რედაქტირებულ ვიდეოში ამოჭრილია ის კადრი, სადაც ჟურნალისტი „ქერის უბანში“ ჩამოვარდნილი მეტეორის შესახებ საუბრობს, რაც მომხმარებელს მიანიშნებდა, რომ ჩანაწერი არა რეალური, არამედ იუმორისტული სერიალიდანაა.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თეა ადეიშვილის  ვიდეო მანიპულაციურად  ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ თეა ადეიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
ნოე 28, 2025
შეძლებენ, თუ - არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები?!
შეძლებენ, თუ - არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები?!
იან 09, 2026
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
იან 20, 2026
გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია
გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია
აპრ 15, 2026
დეზინფორმაცია: თურქეთში, ისტორიის წიგნებში, ბათუმი თურქეთის შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული
დეზინფორმაცია: თურქეთში, ისტორიის წიგნებში, ბათუმი თურქეთის შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული
სექ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.