Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

ოქტომბერს 24, 2024 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) (დაარქივებული ბმული)  ლაშა ტალახაძის,  ოლიმპიური ჩემპიონისა  და ქართული ოცნების სიის მე-7 ნომრის, ციტატას ავრცელებენ: „ხანდახან მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ღვთის მიერ ვლადიმერ პუტინსა და ჩვენს შორის შერიგებისთვის გამოგზავნილი მესიაა“. აღსანიშნავია, რომ ბარათი „მთავარი არხის“ დიზაინითაა შექმნილი, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებამ გაავრცელა. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია, მსგავსი განცხადება ლაშა ტალახაძეს არ გაუკეთებია. 

არ არსებობს სანდო, ოფიციალური ან ავთენტური წყარო, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ციტატა ნამდვილად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის.  აღნიშნული ციტატა არ გვხვდება არც მის  Facebook-ანგარიშზე „ლაშა ტალახაძე – Lasha talakhadze“. ინფორმაცია არ იძებნება არც მედიასაშუალებებში, მათ შორის, ტელეკომპანია „მთავარის“ Facebook ან Instagram-ანგარიშებზე.

აღნიშნული ყალბი ამბის  მედიასაშუალების დიზაინით გავრცელება  მიზნად ისახავს, მკითხველს გავრცელებული ინფორმაციისადმი მეტი სანდოობა გაუჩინოს და შესაბამისად, მის განწყობებსა და შეხედულებებზე უფრო მარტივად იმოქმედოს.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 26 სექტემბერს 170-კაციანი პარტიული სია გამოაქვეყნა. მე-7 ადგილს მსოფლიო ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე იკავებს.

ამდენად, გავრცელებული ციტატა ყალბია, ლაშა ტალახაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

 

 

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ცნობილი ბრენდების ლოგოებზე კონსპირაცია ვრცელდება
იან 14, 2025
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დეა მამისეიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 30, 2024
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ოქტ 06, 2025
არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის
არასწორია, რომ უკრაინა "ბენტლის" გაყიდვებით ევროპაში მესამე ადგილზე არის
მაი 04, 2026
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
მცდარია მტკიცება, თითქოს გავრცელებული ვიდეო დუბაიში ირანის თავდასხმით გამოწვეულ კანალიზაციის პრობლემებს ასახავს
აპრ 09, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.