Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია

ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია

აპრილს 21, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელებში TikTok-სა და Facebook-ზე გავრცელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი (არქივი), სადაც ის მამის შესახებ არსებულ კლიშეზე საუბრობს. გავრცელებულ მოკლე ვიდეოში ისმის ლევან სანიკიძის ფრაზა "მამაჩემის მიმართ ესეც არსებობს კლიშე, რომ არის უ*** კაცი". ვიდეოზე დართული ხმოვანი სიგნალი მიანიშნებს, თითქოს მან მამის მიმართ უხამსი სიტყვა გამოიყენა.


მონაკვეთი, რომელიც მანიპულაციურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში YouTube-არხის "მისმინე" ერთ-ერთი გადაცემიდანაა ამოჭრილი. 19 აპრილს "მისმინეს" არხზე პოდკასტში "ვიკასთან" სტუმრად ლევან და გუბაზ სანიკიძეები იყვნენ. ინტერვიუს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მის ბავშვობაში მამა მკაცრი, ლევან სანიკიძე პასუხობს (15:35): "მამაჩემის მიმართ ესეც არსებობს კლიშე, რომ არის უმკაცრესი კაცი. არ მახსოვს ხმა აეწიოს, აი, მართლა დათუნიაა სახლში".

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მონაკვეთი რედაქტირებულია. ლევან სანიკიძეს მამის მიმართ უხამსი ტერმინოლოგია არ გამოუყენებია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 26, 2026
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნებში გამარჯვებულად „ნაცები“ გამოაცხადოს
ოქტ 30, 2024
ტელეკომპანია „იმედი“  ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ ეუთო/ოდირის შეფასებას სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებით მანიპულაციურად ავრცელებს
დეკ 26, 2024
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
სოციალურ ქსელში ძველ ვიდეოს 2024 წლის საპროტესტო აქციებს მცდარად მიაწერენ
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
ივლ 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.