ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი პოდკასტიდან "ვიკასთან" რედაქტირებულია
სოციალურ ქსელებში TikTok-სა და Facebook-ზე გავრცელდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან სანიკიძის ინტერვიუს მონაკვეთი, სადაც ის მამის შესახებ არსებულ კლიშეზე საუბრობს. გავრცელებულ მოკლე ვიდეოში ისმის ლევან სანიკიძის ფრაზა "მამაჩემის მიმართ ესეც არსებობს კლიშე, რომ არის უ*** კაცი". ვიდეოზე დართული ხმოვანი სიგნალი მიანიშნებს, თითქოს მან მამის მიმართ უხამსი სიტყვა გამოიყენა.
მონაკვეთი, რომელიც მანიპულაციურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში YouTube-არხის "მისმინე" ერთ-ერთი გადაცემიდანაა ამოჭრილი. 19 აპრილს "მისმინეს" არხზე პოდკასტში "ვიკასთან" სტუმრად ლევან და გუბაზ სანიკიძეები იყვნენ. ინტერვიუს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მის ბავშვობაში მამა მკაცრი, ლევან სანიკიძე პასუხობს (15:35): "მამაჩემის მიმართ ესეც არსებობს კლიშე, რომ არის უმკაცრესი კაცი. არ მახსოვს ხმა აეწიოს, აი, მართლა დათუნიაა სახლში".
ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მონაკვეთი რედაქტირებულია. ლევან სანიკიძეს მამის მიმართ უხამსი ტერმინოლოგია არ გამოუყენებია.