Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

მაისს 26, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელზეც თითქოს სი ძინპინის ციტატაა მოცემული (არქივირებული ბმული). პოსტის მიხედვით ჩინეთის ლიდერმა განაცხადა: “თუ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს დავინახავთ, რუსეთს დავეხმარებით, მაგრამ ახლა მოდუნდით და უყურეთ, როგორ ამარცხებს რუსეთი მარტო მსოფლიოს 50 ქვეყანას”. აღნიშნული ფრაზა დატანილია ფოტოზეც, რომელზეც სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებენ. ფოტო გამოქვეყნებულია ალბომში სახელით “ყველა, ვინც რუსეთს შეურაცხყოფს, საქართველოს მტერია”.

აღნიშნული ციტატა გამოგონილია. სი ძინპინის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთების შესახებ ინფორმაციას სანდო წყაროები და მედიები, ასევე - ოფიციალური წყაროები არ ავრცელებენ.

ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი ერთმანეთს გასულ კვირაში შეხვდნენ. 20 მაისს სი ძინპინმა პუტინს უმასპინძლა - დაახლოებით 1 კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინისა და სის შეხვედრა მრავალ საკითხს მოიცავდა. "ბი-ბი-სიმ" შეხვედრის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. მოკლე შეჯამება ასეთია: მხარეებმა ხელი მოაწერეს ოცზე მეტ შეთანხმებას ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის საკითხებში, ასევე გამოაქვეყნეს დეკლარაცია სამყაროს მულტიპოლარული წესრიგის შესახებ, მათ გააკრიტიკეს აშშ-ს სამხედრო მოქმედებები. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ფოკუსი უნდა გააკეთონ მსოფლიოში მმართველობის უფრო სამართლიან და გონივრულ სისტემაზე. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიდერებმა ურთერთობის ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწიეს. BBC-ს კორესპოდენტი ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებები (ურთიერთობის უპრეცედენტო დონეზე) ადრეც გაკეთებულა პუტინისა და რუსი ოფიციალური პირების მხრიდან - მაგალითად გასული წლის სექტემბრისა და ივნისის შეხვედრების შემდეგ, მაგრამ მსგავსი შინაარსის ფრაზები ყოველთვის მხოლოდ რუსული მხარის მხრიდან ისმის, ხოლო ჩინეთის რიტორიკა შედარებით ფრთხილია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის მსგავსი ფრაზა სანდო მედიების ვებგვერდებზე არ იძებნება. მსგავსი განცხადება არ დევს არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და არც იქსის ანგარიშზე (ყოფილი ტვიტერი). ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია არც იქსის ანგარიშს "სის მომენტები", რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო მედია მართავს.

იდენტური გამოგონილი ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელებულა. 2023 წლის დეკემბერში ამ ციტატას აქტიურად ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში როგორც ქართველი, ასევე რუსი მომხმარებლები. მაშინ გამოგონილი ციტატის გავრცელების საკითხს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია მითების დეტექტორიც გამოეხმაურა.


ყველა პოსტის ნახვა

ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
ურსულა ლაიენის ციტატა თურქეთის ევროკავშირში უკრაინის შემდეგ გაწევრიანების შესახებ ყალბია
აგვ 25, 2026
დეზინფორმაცია: საბერძნეთის პოლიციამ ისრაელელ ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა
დეზინფორმაცია: საბერძნეთის პოლიციამ ისრაელელ ტურისტებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა
აგვ 01, 2025
სოციალურ ქსელში „შარლი ებდოს“ გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
სოციალურ ქსელში „შარლი ებდოს“ გაყალბებული გარეკანი ვრცელდება
ივნ 02, 2025
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენმა გასულ წელს კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენმა გასულ წელს კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა
აპრ 24, 2025
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება
ივნ 25, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.