Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

ივნისს 25, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებას ასახელებს. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება (არქივირებული ბმული).

2025 წლის 22 ივნისს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა. ნადირაძე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

22 ივნისს ნადირაძის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, რომ ვანო ნადირაძემ მას საკუთარი ადგილმდებარეობა გაუზიარა და დახმარება ითხოვა. თანამებრძოლის თქმით, დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, ვანო ნადირაძეს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს. აღნიშნულმა პიროვნებამ მიმოწერის ანაბეჭდიც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ნადირაძე მათ დახმარებას სთხოვდა.

ამგვარად, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ (2025 წლის 25 ივნისის მონაცემით) დადგენილი არ არის. სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ის ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაიცვალა, არ დასტურდება.

 

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
დეზინფორმაცია: ანჯელინა ჯოლის ქალიშვილმა სქესი შეიცვალა
ნოე 20, 2024
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ირაკლი ტაბლიაშვილის მონოლოგი მანიპულაციურად ვრცელდება
ივლ 29, 2025
თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
თინა ბოკუჩავას ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2026
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული თაღლითური სქემის ვიდეო ვრცელდება
სექ 05, 2025
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
მაი 22, 2026

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.