Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯეფრი ეპსტინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ხელოვნურად გენერირებული ფოტო ვრცელდება

იანვარს 26, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც ჯეფრი ეპსტინი, ბილ და ჰილარი კლინტონები და ბილ გეითსი არიან ასახულნი, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
ფოტოს ვიზუალური ანალიზი ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელ უზუსტობებზე მიუთითებს.
გუგლის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Gemini მასში ჩაშენებული SynthID ხელსაწყოს გამოყენებით ასკვნის, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ან შეცვლილია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ტრეფიკინგსა და პედოფილიაში ბრალდებული, აწ უკვე გარდაცვლილი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, მისი მეუღლე და ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი და Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი არიან ასახულნი. ფოტოზე აღნიშნული პიროვნებები უცნაურ მეწამულ ანაფორებში არიან გამოწყობილნი. მათ ფონზე ვხედავთ მსგავს ანაფორებში გამოწყობილ სხვა ადამიანებს, თხებს და თეთრ სუდარებში შეფუთულ სავარაუდოდ გვამებს. ფოტოს ე.წ. დროის შტამპიც აქვს თანდართული, რომელიც თითქოსდა მიუთითებს, რომ ის 2019 წლის 26 ოქტომბერს, 23:47-ზეა გადაღებული.

გავრცელებული გამოსახულების ფოტოანაბეჭდის უკუძიება Google-ის გამოსახულებების საძიებო სისტემაში აჩვენებს, რომ იგივე ფოტო, ზოგ შემთხვევაში სხვა ფოტოებთან ერთად კომბინაციაში გავრცელდა თითქმის ყველა დიდ სოციალურ ქსელში, როგორებიცაა: ფეისბუქი; ინსტაგრამი; Threads და X.

გავრცელებული ფოტოზე არსებული ვიზუალური უზუსტობები მიანიშნებს, რომ იგი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. მაგალითისთვის, ფოტოს მთავარი ფიგურანტების სახეების განათება არ ემთხვევა ოთახის ზოგადი ფონის განათებას, რომელიც სანთლებითაა განათებული. უცნაურად გამოიყურება ბილ კლინტონის მარჯვენა ყური, რომელიც არაბუნებრივი ზომის ჩანს. მარჯვენა მხარეს, ფოტოს ცენტრში მდგარ ორ თხას მხოლოდ ერთი თავი აქვს, რომელიც თითქოს ორს შორის საერთოა.

ფოტოს სიყალბეს ამტკიცებს ასევე ე.წ. დროის შტამპი, რომელიც 2019 წლის 26 ოქტომბერს აჩვენებს. ფოტოს მთავარმა ფიგურანტმა, ჯეფრი ეპსტინმა, 2019 წლის 10 აგვისტოს, მითითებულ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე ციხეში მოიკლა თავი.

გუგლის ხელოვნური ინტელექტი Gemini ფოტოს SynthID ხელსაწყოთი ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ ფოტო მთლიანად ან დიდწილად ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი ან მოდიფიცირებული. Gemini ამ დასკვნამდე ციფრული მონიშვნის (ე.წ. watermark-ის) აღმოჩენის შედეგად მიდის. SynthID ხელსაწყოს მეთოდოლოგიის აღწერაში განმარტებულია, რომ მსგავსი მონიშვნის ფოტოში აღმოჩენა მიუთითებს, რომ გამოსახულება შექმნილი ან შეცვლილია Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელების გამოყენებით.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის“ სახელით თაღლითური პოსტი ვრცელდება
ნოე 13, 2025
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მსახიობ გოგა გველესიანის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
მარ 17, 2025
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
რა ვიცით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით?
ოქტ 17, 2025
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება
მაი 26, 2026
დეზინფორმაცია:  WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები
დეზინფორმაცია: WEF ახალი დირექტივით მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ ტრადიციული დაკრძალვები
ივნ 17, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.