Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ხელოვნური ინტელექტის შექმნილია ფოტო, რომელშიც "ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს"

ხელოვნური ინტელექტის შექმნილია ფოტო, რომელშიც "ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს"

ივლისს 20, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება
  1. სურათი, დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით, უცხოური არასანდრო, ანტიდასავლური გვერდებიდან ქართულ საინფორმაციო სივრცეში შემოვიდა
  2. ფოტოს თავდაპირველმა გამავრცელებელმა თავად დაწერა, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი
  3. ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის ვერიფიკაციის ხელსაწყოს მიხედვით, სურათი OpenAI-ის გამოყენებით შეიქმნა
  4. სურათში შეინიშნება არაერთი უზუსტობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მასალას ახასიათებს

2026 წლის 23 ივნისს ქართულენოვან Facebook-სივრცეში გვერდმა GEOFIRST გაავრცელა სურათი (არქივირებული ბმული), რომელშიც "ბენგალელი ქალი ზურგით მიათრევს ბრიტანელ ვაჭარს". გვერდს წყაროს სახით კომენტარებში სამოყვარული, არაოფიციალური და არასანდო Instagram-გვერდის პოსტი აქვს დართული. აღწერის მიხედვით, რომელიც უცხოური პოსტიდან სიტყვა-სიტყვით არის ქართულ ენაზე ნათარგმნი, ფოტო 1903 წელს, ინდოეთის ნახევარკუნძულზე ბრიტანული კოლონიალიზმის ზეობის ხანაშია გადაღებული. რეალურად, ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

Google-ის სურათის უკუძიების ხელსაწყოს გამოყენების შედეგად, დაფიქსირდა, რომ ფოტო თავდაპირველად, 2026 წლის 17 ივნისს, პროისლამური, პროპალესტინური განწყობების მქონე Instagram-ანგარიშმა გამოაქვეყნა. იმავე პოსტში ავტორმა შესწორება შეიტანა, სადაც ხაზგასმულია, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. მიუხედავად ამისა, სურათი არაბულენოვან, ჩინურენოვან და რუსულენოვან სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა, ვინაიდან, ის დასავლეთის დისკრედიტაციას ახდენს.

სწორედ ამ პოსტიდან აიღო სურათი და თანდართული აღწერა კიდევ ერთმა Instagram-ანგარიშმა სახელწოდებით "ოსმალური ქრონიკა" (theottomanchronicles), რომელიც პაკისტანიდან იმართება და ანტისემიტურ, პროისლამურ პოსტებს აქვეყნებს. სწორედ ამ გვერდის საშუალებით შემოიტანა ქართულენოვან საინფორმაციო სივრცეში ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი გვერდმა GEOFIRST, რომელიც შემდგომ სხვა ქართულმა ანგარიშებმაც გააზიარეს (ბმული 1, 2; არქივი 1, 2).

ფაქტი, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი, დასტურდება თავად ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის ვერიფიკაციის ხელსაწყოთი. ხელსაწყოს მიხედვით, სურათი OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

თავად ფოტოზე შეინიშნება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე უზუსტობა. პირველ რიგში, 1903 წელს მსგავსი ხარისხის ფოტოს გადაღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ფონზე გამოსახული ორი პირი ზრდასრულისთვის დამახასიათებელი სახის ნაკვთებითა და წვერ-ულვაშით არიან წარმოდგენილნი, თუმცა მათი აღნაგობა და სიმაღლე უფრო არასრულწლოვნებს შეესაბამება. ასევე, ქალს ხელებზე შემოჭერილი აქვს ლაგამი, რომელსაც მამაკაცი მართავს, თუმცა მას რაიმე პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ქალის მოძრაობას ზღუდავს. ამასთანავე, გაურკვეველია, სად მთავრდება ქალის ზედა კიდურები. კიდევ ერთი საეჭვო დეტალია მამაკაცის ფეხსაცმელი. ერთი შეხედვით, მას კლასიკური დერბის ტიპის ფეხსაცმელები აცვია, თუმცა მათ თასმები არ გააჩნია.

დამატებით, გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, იგივე სურათი ავტორიტეტულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Leads Stories-მა მისი გავრცელებიდან მალევე, 2026 წლის 26 ივნისს, გადაამოწმა და დაასკვნა, რომ სურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.


ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: FBI-მ  P. Diddy-ის წვეულებიდან  ჰილარი კლინტონის სკანდალური  ჩანაწერი ამოიღო
დეზინფორმაცია: FBI-მ P. Diddy-ის წვეულებიდან ჰილარი კლინტონის სკანდალური ჩანაწერი ამოიღო
ოქტ 09, 2024
დემურ გიორხელიძის მტკიცებები ემიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
დემურ გიორხელიძის მტკიცებები ემიგრაციისა და მოსახლეობის რაოდენობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
აგვ 21, 2025
დეზინფორმაცია: ფოტოებზე აზერბაიჯანში დაკავებული Sputnik-ის ჟურნალისტები ჩანან
დეზინფორმაცია: ფოტოებზე აზერბაიჯანში დაკავებული Sputnik-ის ჟურნალისტები ჩანან
ივლ 09, 2025
სოციალურ ქსელში მარნეულში ტრადიციული მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში მარნეულში ტრადიციული მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 16, 2025
დეზინფორმაცია: ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
დეზინფორმაცია: ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერია
თებ 13, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.