Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ბრიტანეთის პრემიერს პორნოგრაფიულ მასალაზე დამოკიდებულება არ უღიარებია

ბრიტანეთის პრემიერს პორნოგრაფიულ მასალაზე დამოკიდებულება არ უღიარებია

ივნისს 5, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · საერთაშორისო

მოკლედ საკითხავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს მტკიცებით, ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა საჯაროდ თქვა, რომ მას პორნოგრაფიულ მასალაზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს.
სტარმერის მიერ გამოყენებულ სიტყვას ტრადიციულ ბრიტანულ და ინტერნეტ სლენგში ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.
სტარმერი გულისხმობდა, რომ ის ლონდონური საფეხბურთო კლუბის, "არსენალის" გულშემატკივარია.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, კირ სტარმერის სიტყვით გამოსვლას ბრიტანეთის პარლამენტში (დაარქივებული ბმული). გამოსვლისას სტარმერი ამბობს, რომ ის gooner-ია.

ვიდეოში შემდეგ ვხედავთ Google-ის ხელოვნური ინტელექტის შეჯამებას, რომლის მიხედვითაც სიტყვა gooner ნიშნავს პიროვნებას, ხშირ შემთხვევაში მამრობითი სქესის, რომელიც ხშირად და ხანგრძლივად მოიხმარს პორნოგრაფიულ მასალებს. ამას უკვე მოჰყვება ორი ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ბრიტანელები სკანდირებენ "Keir Starmer's a wanker". სიტყვა "wanker" ბრიტანულ სლენგში, პირდაპირი თარგმანით აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც ხშირი მასტურბაციითაა დაკავებული. ეს ვიდეოები, გამავრცელებლის გადმოსახედიდან წარმოდგენილია როგორც დასტური, რომ კირ სტარმერი მართლაც არის დამოკიდებული პორნოგრაფიულ მასალებზე.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეოს პირველი მონაკვეთი აღებულია ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, კირ სტარმერის გამოსვლიდან ბრიტანეთის პარლამენტში, პრემიერ მინისტრის შეკითხვების ფორმატისას. პრემიერ მინისტრის შეკითხვები ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ტრადიციული ფორმატია, რომელიც საპარლამენტო სესიებისას, ყოველ ოთხშაბათს, შუადღის 12:00-ზე იწყება. იგი წარმოაგდენს შესაძლებლობას პარლამენტის წევრებმა კვირის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი შეკითხვები პირისპირ დაუსვან პრემიერს და მოისმინონ მისი პასუხები. ფორმატზე დასწრება უფასოდ შეუძლიათ საზოგადოების წარმომადგენლებსაც, წინასწარი ჩანიშვნით. მთელი პროცესი საჯაროდ გადაიცემა პირდაპირ ეთერშიც.

პრემიერ-მინისტრის შეკითხვების საწყისი რამდენიმე წუთი ეთმობა შეკითხვებს ოპოზიციის ლიდერისგან, რაც ხშირად გადაიზრდება ხოლმე მეტწილად იუმორით გაჯერებულ ურთიერთპაექრობაში. სწორედ მსგავსი მომენტია აღბეჭდილი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს დასაწყისში. პრემიერი სტარმერი ოპოზიციის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის, კემი ბადენოქის შეკითხვას პასუხობს. პასუხად ის ამბობს, რომ რჩევები მიიღო ოპოზიციის ლიდერისგან, თუ როგორ გაიჩინოს მეგობრები, რაც, მისი აზრით, ირონიულია იმ პარტიის წარმომადგენლისგან, რომელიც მის პარტიას ორკებს და ბანდიტებს (goons) უწოდებდა. ამ მომენტში, პრემიერი სტარმერი სიტყვების გადათამაშებას იწყებს და ამბობს, რომ ის goon კი არ არის არამედ gooner-ი, რაც აჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერი, როგორც ყოველთვის თავის შეფასებებში, ნახევარზე უფრო ნაკლებ სწორია.

აქ მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ სიტყვა gooner-ს სლენგში ორი სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. უფრო ძველი, ბრიტანული სლენგის მნიშვნელობით, ის აღნიშნავს ლონდონის პოპულარული საფეხბურთო კლუბის, არსენალის ერთგულ გულშემატკივარს. მეორე, უფრო თანამედროვე, ამერიკული ინტერნეტ სლენგის მნიშვნელობით, ის აღნიშნავს პიროვნებას, ხშირ შემთხვევაში მამრობითი სქესის, რომელიც ხშირად და ხანგრძლივად მოიხმარს პორნოგრაფიულ მასალებს. ეს უკანასკნელი განმარტება არის კიდეც მოცემული ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში. აღნიშნული ინგლისური სიტყვის ორივე განმარტება მარტივად იძებნება არაერთ ცნობილ ლექსიკონში.

ზემოთაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ბევრად უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ბრიტანეთის პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას იგულისხმა, რომ ის ლონდონური საფეხბურთო კლუბის, არსენალის ფანია და არა ის, რომ მას პორნოგრაფიულ მასალებზე დამოკიდებულება აქვს. ამას ამყარებს ბრიტანეთის პარლამენტში ზოგადად მიღებული ეტიკეტის ნორმები, რომელთა მიხედვითაც ოპონენტებისთვის სულელის დაძახებაც კი მიუტევებელ გადაცდომად მიიჩნევა, რომ არაფერი ვთქვათ პირად სექსუალურ ცხოვრებაზე გულახდილად საუბარზე.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის მიერ სიტყვა gooner-ის გამოყენებაზე ბრიტანულ მედიაშიც დაიწერა, სადაც პრემიერს ურჩიეს მეტი სიფრთხილით გამოიყენოს სიტყვები, რომლებსაც ასე კარდინალურად განსხვავებული ორმაგი მნიშვნელობები აქვს.

რაც შეეხება გავრცელებული ვიდეოს მეორე ნაწილში ასახულ სკანდირებას, ღია წყაროებში ძიება ადასტურებს, რომ მასალები ნამდვილია, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია სიტყვათა განმარტებები. მიუხედავად მისი პირდაპირი განმარტებისა (პიროვნება, რომელიც ხშირი მასტურბაციითაა დაკავებული), სიტყვა wanker ბრიტანულ სლენგში ზოგადი სალანძღავი სიტყვაა და ამ მნიშვნელობით ბევრად უფრო ხშირად გამოიყენება. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ბევრად უფრო დიდია ალბათობა, რომ ამ სიტყვის გამოყენებით ბრიტანელები თავიანთი პრემიერის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში თვითმფრინავების „კვამლის ბილიკზე“ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 08, 2024
სოციალურ ქსელში საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში საქართველოს BRICS-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სექ 08, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
მარ 05, 2025
ბრიტანეთის პრემიერს პორნოგრაფიულ მასალაზე დამოკიდებულება არ უღიარებია
ბრიტანეთის პრემიერს პორნოგრაფიულ მასალაზე დამოკიდებულება არ უღიარებია
ივნ 05, 2026
დეზინფორმაცია: მაია სანდუმ გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა
დეზინფორმაცია: მაია სანდუმ გეი სელებრითების სპერმა უკანონოდ შეიძინა
აგვ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.