Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: უკრაინაში დაშავებულთა კადრები დადგმულია

დეზინფორმაცია: უკრაინაში დაშავებულთა კადრები დადგმულია

ივლისს 31, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), ვიდეოს ავრცელებს. აღწერაში ვკითხულობთ: Украинфильм – киностдия имени Довженко!.. („უკრაინფილმი, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია“). აღწერაში იგულისხმება, რომ უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა კადრები დადგმულია და ის რეალობას არ ასახავს. ვიდეოში მოხუცი ქალი და მამაკაცი ჩანან, რომლებსაც სისხლიანი ტანსაცმელი აცვიათ. ქალს ხელში მობილური უჭირავს და ამბობს: „ფოტო გადამიღეთ, ანდრეი ანდრეევიჩ. ახლა ფოტოს გადავიღებ და ჩემს დას გავუგზავნი რუსეთში“, – ამ ფრაზაზე დაყრდნობით, Facebook-მომხმარებელი ასკვნის, რომ კადრი დადგმულია, რაც დეზინფორმაციაა.

აღნიშნული კადრები ინტერნეტსივრცეში 2022 წლიდან იძებნება და ის სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა, მათ შორის, იტალიურმა open.online და ფრანგულმა Libération.

ვიდეო 2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ კიევის დაბომბვის კადრებს ასახავს. ფრანგული გამოცემა Libération აღნიშნულ ფოტოსთან დაკავშირებით წერდა, რომ რუსული პროპაგანდა დასავლურ მედიას, მათ შორის, Libération-საც დადგმული კადრების გამოქვეყნებაში სდებდა ბრალს. მათი თქმით, ფოტო Associated Press-ის უკრაინელმა ფოტოგრაფმა ეფრემ ლუკატსკიმ გადაიღო. ლუკატსკიმ მათთან საუბრისას განაცხადა: „ეს ფოტო და ეს ვიდეო ჩემი გადაღებულია. ეს ქალი მამაკაცთან ერთად დადიოდა, რომელსაც ანდრეი ანდრეევიჩი ერქვა“. ფოტოგრაფის თქმით, „ქალი და მამაკაცი მინის ნატეხებით იყვნენ დაზიანებული, რადგან ნატეხები ასეულობით მეტრზე იყო მიმოფანტული. იყვნენ დაჭრილებიც და დაღუპულებიც. მე ეს ყველაფერი გადავიღე“.

Libération წერს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა გამოცემების ფოტოგრაფებიც იმყოფებოდნენ. მაგალითად, ვოლფგანგ შვანი, რომელმაც თურქული სააგენტო Anadolu-სთვის გადაიღო კადრები. ფოტოგრაფის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოების აღწერაში ვკითხულობთ: „სამოქალაქო პირები დაშავდნენ კიევის ცენტრზე განხორციელებული რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, 2022 წლის 10 ოქტომბერს, დილით“.

შვანის გარდა ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ უკრაინელი ფოტოგრაფები ოლექსანდრ ხომენკო და მაქსიმ მარუსენკო, რომლებიც იტალიური სააგენტო NurPhoto-სთვის მუშაობდნენ. მათ შემთხვევის სხვადასხვა მონაკვეთის ფოტოები გადაიღეს, დაწყებული იმ მომენტიდან, როდესაც ქალის სახეზე სისხლის კვალი პირველად ჩანს, ასევე ჭრილობის გადახვევის პროცესი და შემდგომი მოვლენები. კადრები საოფისე კომპლექსის Tower 101-ის მიმდებარედაა გადაღებული, რომელიც რუსულმა სარაკეტო იერიშმა დააზიანა.

Libération ფოტოგრაფ ოლექსანდრ ხომენკოსაც დაუკავშირდა, რომელმაც გამოცემას განუცხადა: „ამ ქალს უბრალოდ სურდა გადაეღო თავისი ჭრილობები. ისინი ნამდვილია, ძალიან ახლოს ვიყავი მასთან.“ მან საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგივე ქალი ჩანს  პირველადი დახმარების მიღებისას. ვიდეოს თან ახლავს შემდეგი აღწერა: „მედიკოსები პირველად დახმარებას უწევენ დაშავებულებს მას შემდეგ, რაც რაკეტა საოფისე ცენტრს მოხვდა კიევის ცენტრალურ სადგურთან, 2022 წლის 10 ოქტომბერს“.

ამდენად, მტკიცება, რომ ზემოაღნიშნული კადრები დადგმულია, ტყუილია.

საგულისხმოა, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებს ნარატივს, რომლის თანახმადაც უკრაინელები დაშავებულთა კადრებს აყალბებენ. მაგალითად, 2024 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს დაბომბვის კადრები დადგმული იყო. აღნიშნულ თემაზე დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატია.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში  მონაწილეობდა
დეზინფორმაცია: აქციის ერთი და იგივე მონაწილე ორ სხვადასხვა მარშში მონაწილეობდა
დეკ 17, 2024
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
მარ 13, 2025
დეზინფორმაცია:  ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
დეზინფორმაცია: ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
ნოე 14, 2024
რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
რა განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გურიაში არსებული ვითარების შესახებ და როგორ არის ის გაშუქებული „ტელეკომპანია პირველისა“ და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული გვერდის „სინამდვილეში“ მიერ?
მარ 03, 2025
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
რა ინფორმაცია ვრცელდება ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ჩანს, რომ უკრაინაში მობილიზებულის დედა ინსულტით გარდაიცვალა
ივლ 16, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.