Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

მაისს 26, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში ჩინეთის ლიდერის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომელზეც თითქოს სი ძინპინის ციტატაა მოცემული (არქივირებული ბმული). პოსტის მიხედვით ჩინეთის ლიდერმა განაცხადა: “თუ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს დავინახავთ, რუსეთს დავეხმარებით, მაგრამ ახლა მოდუნდით და უყურეთ, როგორ ამარცხებს რუსეთი მარტო მსოფლიოს 50 ქვეყანას”. აღნიშნული ფრაზა დატანილია ფოტოზეც, რომელზეც სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებენ. ფოტო გამოქვეყნებულია ალბომში სახელით “ყველა, ვინც რუსეთს შეურაცხყოფს, საქართველოს მტერია”.

აღნიშნული ციტატა გამოგონილია. სი ძინპინის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთების შესახებ ინფორმაციას სანდო წყაროები და მედიები, ასევე - ოფიციალური წყაროები არ ავრცელებენ.

ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი ერთმანეთს გასულ კვირაში შეხვდნენ. 20 მაისს სი ძინპინმა პუტინს უმასპინძლა - დაახლოებით 1 კვირაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

პუტინისა და სის შეხვედრა მრავალ საკითხს მოიცავდა. "ბი-ბი-სიმ" შეხვედრის შესახებ ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. მოკლე შეჯამება ასეთია: მხარეებმა ხელი მოაწერეს ოცზე მეტ შეთანხმებას ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის საკითხებში, ასევე გამოაქვეყნეს დეკლარაცია სამყაროს მულტიპოლარული წესრიგის შესახებ, მათ გააკრიტიკეს აშშ-ს სამხედრო მოქმედებები. სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა ფოკუსი უნდა გააკეთონ მსოფლიოში მმართველობის უფრო სამართლიან და გონივრულ სისტემაზე. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ლიდერებმა ურთერთობის ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწიეს. BBC-ს კორესპოდენტი ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებები (ურთიერთობის უპრეცედენტო დონეზე) ადრეც გაკეთებულა პუტინისა და რუსი ოფიციალური პირების მხრიდან - მაგალითად გასული წლის სექტემბრისა და ივნისის შეხვედრების შემდეგ, მაგრამ მსგავსი შინაარსის ფრაზები ყოველთვის მხოლოდ რუსული მხარის მხრიდან ისმის, ხოლო ჩინეთის რიტორიკა შედარებით ფრთხილია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის მსგავსი ფრაზა სანდო მედიების ვებგვერდებზე არ იძებნება. მსგავსი განცხადება არ დევს არც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და არც იქსის ანგარიშზე (ყოფილი ტვიტერი). ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია არც იქსის ანგარიშს "სის მომენტები", რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო მედია მართავს.

იდენტური გამოგონილი ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელებულა. 2023 წლის დეკემბერში ამ ციტატას აქტიურად ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში როგორც ქართველი, ასევე რუსი მომხმარებლები. მაშინ გამოგონილი ციტატის გავრცელების საკითხს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია მითების დეტექტორიც გამოეხმაურა.


See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.