Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენმა გასულ წელს კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა

დეზინფორმაცია: ჯო ბაიდენმა გასულ წელს კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა

აპრილს 24, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე აშშ-ის თეთრი სახლის X-პოსტის ფოტოანაბეჭდს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) და წერს: „მართლაც. თეთრი სახლი. საოცარია, რამდენის შეცვლა შეიძლება წელიწადში“. თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტის ერთ ნაწილში წარმოდგენილია New York Post-ის სტატიის ფოტოანაბეჭდი. სტატიის სათაურია: „ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოცხადდა“. ხოლო პოსტის მეორე ნაწილში მოცემულია ასევე ამერიკული გამოცემა Washington Exeminer-ის სტატიის ფოტოანაბეჭდი სათაურით: „ტრამპი აზიარებს  „აღდგომის მხიარული კვირის“ მესიჯს: „ჩვენ გვჭირდება ღმერთი. ჩვენ გვსურს ღმერთი”. თეთრი სახლი წერს: „გასაოცარია, რა განსხვავება შეიძლება მოიტანოს ერთმა წელმა“. ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა ბაიდენმა აღდგომა ტრანსგენდერის ხილვადობის დღედ გამოაცხადა, სხვა Facebook-ანგარიშის მიერაც გავრცელდა. რეალურად, მანიპულაციურია მტკიცება, რომ ბაიდენმა კათოლიკური აღდგომა „ტრანსგენდერთა ხილვადობის“ დღედ გამოაცხადა. აღდგომის თარიღი ყოველწლიურად მონაცვლეობს და გასულ წელს 31 მარტს აღინიშნა. შესაბამისად, აღდგომა და ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე ერთმანეთს დაემთხვა.

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე პირველად 2009 წლის 31 მარტს აღინიშნა და მისი ინიციატორი რეიჩელ კრენდალი, მიჩიგანელი ტრანსგენდერი აქტივისტი იყო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მისი პრეზიდენტობისას პირველად 2021 წელს გამოაქვეყნა 31 მარტის, როგორც ტრანსგენდერთა ხილვადობის დღის შესახებ განცხადება. თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა ამერიკელს, შეუერთდეს ბრძოლას ტრანსგენდერი ადამიანების სრული თანასწორობისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღიარებს თაობების ბრძოლას, აქტივიზმსა და გამბედაობას, რამაც აშშ ტრანსგენდერების და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანების თანასწორობასთან დააახლოვა: „მათმა წარმატებულმა მუშაობამ უამრავ ტრანსგენდერს მისცა გამბედაობა, ეცხოვრათ ღიად და ავთენტურად“.

ყოველწლიურად 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ აღინიშნება. გასული წლის 29 მარტს თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ბაიდენმა 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა და ამერიკელ ხალხს მოუწოდა, გაერთიანდეს გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან 2024 წლის 31 მარტს კათოლიკური აღდგომაც აღინიშნა. დასახელებული დამთხვევა გასულ წელს მხოლოდ თარიღების დამთხვევით იყო განპირობებული. აღდგომის თარიღი წლიდან წლამდე მონაცვლეობს. ასე მაგალითად, 2023 წელს აშშ-ში აღდგომა 9 აპრილს აღინიშნა. ხოლო წელს – 20 აპრილს.

გასულ წელს რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენმა აღდგომის პრინციპებს უღალატა და ამას ამერიკელი ხალხი დიდ ყურადღებას მიაქცევს. ოპონენტების განცხადებებს თეთრი სახლის მაშინდელი სპიკერი ენდრიუ ბეიტსი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, „ცდილობენ, დაყონ და დაასუსტონ ქვეყანა ბოროტი, სიძულვილით სავსე და არაკეთილსინდისიერი რიტორიკით“ (…) როგორც ქრისტიანი, რომელიც აღდგომას ოჯახთან ერთად აღნიშნავს, პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს ხალხის გაერთიანებას და ყველა ამერიკელის ღირსებასა და თავისუფლებას“, – განაცხადა ბეიტსმა.

ამდენად, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აშშ-ში უკვე მეოთხე წელია 31 მარტს აღინიშნება და გასულ წელს ის კათოლიკეების აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა.

 

 

 

ყველა პოსტის ნახვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: იმერეთის რეგიონში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება
ივნ 21, 2024
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
ბიბლიაში არ იძებნება ისტორია, რომელშიც ნაძვის ხე ყრმა იესოს მტრისგან იცავს
დეკ 26, 2024
ლარი ფინკს WEF-ის მიზნად კონტროლის ზრდისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის შესახებ საზოგადოების დარწმუნება არ დაუსახელებია
ლარი ფინკს WEF-ის მიზნად კონტროლის ზრდისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის შესახებ საზოგადოების დარწმუნება არ დაუსახელებია
იან 23, 2026
სოციალურ ქსელში თეთრ სახლზე რობოტების თავდასხმის AI გენერირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში თეთრ სახლზე რობოტების თავდასხმის AI გენერირებული ვიდეო ვრცელდება
მარ 19, 2026
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
გიორგი ანწუხელიძის მადისკრედიტებელი კამპანია სოციალურ ქსელებში
მაი 02, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.