Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს ექიმი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერის მკურნალობაზე უარს ამბობს

დეზინფორმაცია: ვიდეოში ჩანს ექიმი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერის მკურნალობაზე უარს ამბობს

თებერვალს 21, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული),  რომლის მიხედვითაც, „აშშ-ში ზოგიერთი ექიმი უარს ამბობს ტრამპის მომხრეების მკურნალობაზე.  ვიდეოში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ექიმი უარს ამბობს მკურნალობაზე და შეურაცხყოფას აყენებს პაციენტს პრეზიდენტ ტრამპის ბრენდის წარწერით „Make America Great Again“ (MAGA)“.  რეალურად, ვიდეო თავდაპირველად   TikTok ანგარიშმა გამოაქვეყნა, რომელიც  იუმორისტულ სკეჩებს ხშირად ავრცელებს.  მამაკაცი, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში MAGA-ს (ტრამპის სლოგანი: „Make America Great Again“ ) ქუდი ახურავს, ანგარიშის რამდენიმე სხვა ვიდეოშიც ჩანს.  შესაბამისად, ვიდეო დადგმულია და რეალობას არ ასახავს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, რასაც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „USA Today“ გამოეხმაურა.

თავდაპირველად ვიდეო TikTok-ანგარიშმა  სახელწოდებით „Thomasgibson31“ გამოაქვეყნა. ანგარიში  სკეჩებს ხშირად ავრცელებს, რომლებშიც ხშირად ერთი და იგივე მსახიობები თამაშობენ. მაგალითად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კაცი, რომელსაც წითელი ქუდი ახურავს, სხვა ვიდეოებშიც თამაშობს (1, 2, 3).

ამდენად, გავრცელებული ვიდეო თავდაპირველად TikTok-არხის მიერ გამოქვეყნდა, სადაც მსგავს  სკეჩები ხშირად ქვეყნდება. შესაბამისად, არ დასტურდება მტკიცება, რომ ვიდეო რეალობას ასახავს და ექიმი მხოლოდ იმიტომ ეუბნება უარს პაციენტს, რომ ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 22, 2025
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
ალექსი პეტრიაშვილის ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება
იან 23, 2026
დეზინფორმაცია: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში აღწერილია, როგორ შეუძლია აშშ-ს ამინდის კონტროლი
დეზინფორმაცია: ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში აღწერილია, როგორ შეუძლია აშშ-ს ამინდის კონტროლი
ოქტ 11, 2024
დეზინფორმაცია: სტალინის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად ჩერჩილი ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა
დეზინფორმაცია: სტალინის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად ჩერჩილი ეკლესიაში ფეხშიშველი მივიდა და მის სახელზე წირვა აღავლინა
ივლ 11, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები უკრაინელ ოპერატორს არ ასახავს
მარ 05, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.