Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას კომენტარი მანიპულაციურად ვრცელდება

მაისს 22, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, ნიკა გვარამია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სათავეში დაბრუნებაზე საუბრობს.
გვარამიას კომენტარები სამართლიანი არჩევნების აღდგენას ეხება და არა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ასახავს პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას საუბარს ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც ის ახალი ველოსიპედის გამოგონების ნაცვლად, ძველის დაბრუნებაზე საუბრობს (დაარქივებული ბმული). გვარამიას კომენტარებს შემდგომ მიერთებული აქვს ვიდეო, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ველოსიპედით სეირნობს და მოსახლეობას ხვდება. ორი ვიდეოს მსგავსი სახით დაკავშირება, ისევე როგორც ვიდეოს გამავრცელებლის კომენტარი "ჩვენ ახალი არ გვინდა, მიშა გვირჩევნიაა 😍" ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის სათავეში დაბრუნებაზე საუბრობს.

ნიკა გვარამიამ აღნიშნული კომენტარი YouTube არხ უმრავლესობის პოდკასტ ქართველების ამბავში გააკეთა, რომელიც 2026 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა და გვარამიასთან 50 წუთიან საუბარს მოიცავს.

ამ საუბრის ჩვენი შემთხვევისთვის რელევანტური ნაწილი მიახლოებით 35:15-დან იწყება, სადაც გვარამია და წამყვანი ლუკა ჭოხონელიძე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს ქართულმა ოპოზიციამ იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნებმა საქართველოში რეალური შედეგები ასახოს. ამ საუბრისას, წამყვანი ამბობს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა სულ რომ ახალი ველოსიპედი გამოიგონონ და რაღაც აქამდე არნახული გააკეთონ, ხელისუფლებას ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგები თვითონ "დაწეროს" ისე, როგორც სურს.

ამის საპასუხოდ, გვარამია წამყვანს ეუბნება, რომ ახალი ველოსიპედი კი არ უნდა გამოიგონონ, არამედ ძველი უნდა დაიბრუნონ, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობს. წამყვანის ჩაკითხვის საპასუხოდ, თუ რას გულისხმობს ის ძველ ველოსიპედში, გვარამია ამბობს, რომ ძველი ველოსიპედი არის ნამდვილი არჩევნები. წამყვანს აშკარად ეტყობა, რომ გვარამიას ამ პასუხს დამაკმაყოფილებლად არ მიიჩნევს და საუბარი უკვე იმაზე გრძელდება, თუ როგორ უნდა მოიპოვონ ოპოზიციურმა ძალებმა ნამდვილი არჩევნები. ნიკა გვარამია ამ კონტესტში მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არსად ახსენებს.

ინტერვიუს რამდენიმე სხვა მონაკვეთი მოიცავს მოკლე კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა აქაც, გვარამია არსად გამოხატავს აზრს ან სურვილს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოს სათავეში დაბრუნდეს.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიის გადაცემიდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიის გადაცემიდან მონაკვეთი კონტექსტის გარეშე ვრცელდება
აგვ 20, 2025
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ჩირუხის ორზოლიან ზიპლაინთან მისასვლელი გზის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი მეოთხედაც არ შედგა
ნოე 06, 2025
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი გაყალბებული ციტატა ვრცელდება
აპრ 15, 2025
რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?
რა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში?
დეკ 17, 2024
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმერ ხუჭუას ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
ნოე 08, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.