Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
ზურა ფარჯიანის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ზურა ფარჯიანის ინტერვიუს ფრაგმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ივლისს 8, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · პოლიტიკა
გაზიარება

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის ზურა ფარჯიანის ინტერვიუს ფრაგმენტი ვრცელდება (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული). გავრცელებულ მონაკვეთში ფარჯიანი ამბობს: "მერამდენე მოწოდება უნდა იყოს და მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს. არ აინტერესებს ამ ხალხს ამათი მოწოდებები და რეზოლუციები. ამ ხალხზე მოწოდებები, დაყვავება, ვაიმე, შენი ჭირიმე, მოდი ისე ვქნათ, მოდი ასე ვქნათ, არ მოქმედებს". გავრცელებული მონაკვეთი სრული ინტერვიუდან კონტექსტის გარეშეა მოჭრილი და არ ჩანს ფარჯიანი ევროკავშირის კრიტიკისას ვის შესახებ ამბობს, რომ ევროკავშირის რეზოლუციები არ აინტერესებთ.

სრული გადაცემა, საიდანაც აღნიშნული მონაკვეთი ამოიჭრა, ეთერში 2026 წლის 3 ივლის ტვ "პირველზე" გავიდა (არქივი). სრულ მონაკვეთში ცხადი ხდება, რომ ფარჯიანი "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ევროკავშირის თუ მისი წევრი ქვეყნების რეზოლუციები არ მოქმედებს, რადგან განცხადებები მხოლოდ ფურცელზე რჩება: რაც შეეხება ევროკავშირის პარლამენტარების თუ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლების მოწოდებებს, მე მოვუწოდებდი ევროკავშირის ნებისმიერ ოფიციალურ პირს, რომ შეწყვიტონ მოწოდებები და ან საქმე გააკეთონ, ან კონკრეტულად ამ მოწოდებებს შეეშვან. იმიტომ რომ დამღლელია უკვე ეს ყველაფერი, ორ წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი გრძელდება და მოწოდებები გაჯიუტებულ ბავშვებზე, "ქართულ ოცნებაზე" და მსგავს სიტუაციებში არ მოქმედებს. ეს მერამდენიმე მოწოდება უნდა იყოს და მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს. არ აინტერესებს ამ ხალხს ამათი მოწოდებები და რეზოლუციები. ამ ხალხზე მოწოდებები, დაყვავება, ვაიმე, შენი ჭირიმე, მოდი ისე ვქნათ, მოდი ასე ვქნათ, არ მოქმედებს".

ამდენად, სრული მონაკვეთში ჩანს, რომ ფარჯიანის სიტყვები, რომ ევროკავშირის რეზოლუციები "ამ ხალხს" არ აინტერესებს "ქართულ ოცნებას" მიემართება.

ყველა პოსტის ნახვა

ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია
ჩინურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ მსოფლიო კონფლიქტების 80%-ზე მეტი აშშ-ის ინიცირებულია
აგვ 18, 2026
სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი რედაქტირებული ფორმით ვრცელდება
სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტი რედაქტირებული ფორმით ვრცელდება
ოქტ 07, 2026
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილის ვიდეო მანიპულირებულად ვრცელდება
ივლ 30, 2025
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს მცდარად უკავშირებენ
მარ 13, 2025
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
დეზინფორმაცია: კომპანიები BlackRock და Vanguard მსოფლიოს აკონტროლებენ
მარ 18, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.