Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში მარიზი კობახიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში მარიზი კობახიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

თებერვალს 3, 2026 · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია

სოციალურ ქსელში პატიმარ თორნიკე გოშაძის დედის, მარიზი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტი ვრცელდება, სადაც ის ამბობს: "არ იყო სამართლიანი, მაგრამ მაინც იყო სამართლიანი განაჩენი" (დაარქივებული ბმული).

ვიდეო ნაწყვეტია "ფორმულას" გადაცემიდან "კომენტარი", რომლის სტუმარიც 2026 წლის 6 თებერვალს მარიზი კობახიძე იყო. დასაწყისში გადაცემის წამყვანი თამარ ბაღაშვილი ამბობს: "ქალბატონო მარიზი, მოდი თქვენით დავიწყებ, იმიტომ, რომ სასამართლო პროცესიდან მოდიხართ, ვიცით, სააპელაციო სასამართლოში გრძელდება სინდისის პატიმრების საქმე და პროკურატურა მოითხოვს, რომ ის ამბავი, რაზეც პრაქტიკულად, ტყუილად უკვე წელიწადზე მეტია სხედან ბიჭები, კიდევ უფრო დაუმძიმდეთ ბრალი და ორწლიანის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი სასჯელი დაედოთ. რა ხდებოდა დღეს პროცესზე, როგორ არიან ჯერ თავად პატიმრები და არ ვიცი მოლოდინზეც თუ გაქვთ რამე სათქმელი შეგიძლიათ გვითხრათ."

შემდეგ მარიზი კობახიძე აგრძელებს: "მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობთ, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პროკურატურა, რა თქმა უნდა, მოითხოვს, რომ თურმე დაუმძიმდეს სასჯელი იმიტომ, რომ განაჩენი გამოვიდა, რასაც, ალბათ, არ ელოდნენ, მაგრამ ეს არ იყო სამართლიანი, მაგრამ მაინც იყო სამართლიანი განაჩენი, იმიტომ, რომ ისიც არ ეკუთვნოდათ, რაც მიუსაჯეს ამ ბიჭებს, იმიტომ, რომ ვერაფერი ვერ დაუმტკიცდათ, საერთოდ არ არსებობს მტკიცებულება არცერთისა და დღეს პროკურატურას ვუსმენდით, მაინცდამაინც რომ გითხრა, რომ ვუსმენდი არა, მაგრამ მაინც ისმენ რაღაცეები გესმის, რომ ეს ბიჭები გარეთ რომ დარჩენილიყვნენ და არ დაეჭირათ ჩავთვალოთ, რომ ეს ხელისუფლება თურმე დამხობილი იქნებოდა, იმიტომ ამას გააკეთებდა რავი რამდენი პატიმარი გვყავს ვთქვათ იმ აქციების გამო დაპატიმრებული და თურმე 50 კაცი დამხობდა ამ ხელისუფლებას, ისეთ ბრალდებებს უყენებენ და ამ დროს არცერთი მტკიცებულება არ არსებობს მათში."

შესაბამისად, მარიზი კობახიძე "არასამართლიანს" პროკურატურის მიერ ბრალის დამძიმების მოთხოვნას უწოდებს, ხოლო "სამართლიანს" სასამართლოს იმ გადაწყვტილებას, რომ პატიმრების სასჯელი უცვლელი დარჩა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია:  ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
დეზინფორმაცია: ვალენსიაში ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიებს აპროტესტებენ
ნოე 14, 2024
სოციალურ ქსელში წმინდა პეტრეს ტაძარში არსებულ ჯვრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში წმინდა პეტრეს ტაძარში არსებულ ჯვრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
აპრ 25, 2025
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
მოწოდება „უკრაინა-საქართველოს მატჩის წინ დავუჩოქოთ უკრაინელებს“ ყალბია
ოქტ 11, 2024
ირაკლი კობახიძე:  გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
ირაკლი კობახიძე: გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
სოციალურ ქსელში აშშ-ის ელჩ რობინ ლ. დანიგანის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება
ოქტ 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.