Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
მცდარია მტკიცება, თითქოს ჟურნალ ეკონომისტის სტატია ადასტურებს, რომ შავი ჭირის შესაძლო გავრცელება რუსეთში, დაგეგმილი იყო

მცდარია მტკიცება, თითქოს ჟურნალ ეკონომისტის სტატია ადასტურებს, რომ შავი ჭირის შესაძლო გავრცელება რუსეთში, დაგეგმილი იყო

ოქტომბერს 12, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია · ჯანდაცვა
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული), რომლებიც ირიბად მიანიშნებს, რომ რუსეთში შესაძლო შავი ჭირის გავრცელება, დაგეგმილი ოპერაცია იყო. პოსტის ავტორს აღნიშნულის მტკიცებულებად ჟურნალ The Economist-ის 2026 წლის 30 ივლისის სტატია მოჰყავს, რომელშიც გამოცემა ენი ჯეიკობსენის წიგნს განიხილავს.

2026 წლის 30 ივლისის ნომერში The Economist-მა ენი ჯეიკობსენის წიგნი "ბიოლოგიური ომი: სცენარი" მართლაც მიმოიხილა. სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „გენეტიკურად მოდიფიცირებული ჭირის საშინელი საფრთხე“. სტატია კულტურის სექციაში გამოქვეყნდა, სადაც ჟურნალი, როგორც წესი, ახალი წიგნების მიმოხილვას აქვეყნებს. თავად წიგნი 2026 წლის 28 ივლისს დაიბეჭდა. წიგნში გენეტიკურად შეცვლილი პნევმონიური ჭირის შესახებ გამოგონილი სცენარი და მასთან დაკავშირებული რეალური საფრთხეებია განხილული.

ენი ჯეიკობსონი ამერიკელი მწერალი და საგამოძიებო ჟურნალისტია. მას კიდევ ერთი წიგნი აქვს სცენარის ჟანრში გამოცემული სათაურით "ბირთვული ომი: სცენარი“ (Nuclear War: A Scenario, 2024), რომელშიც ის ამერიკაზე ბირთვული იარაღით დარტყმის სცენარს აღწერს.

ჯეიკობსონის წიგნში მოქმედება მართლაც რუსეთში, ციმბირში ხდება და ინფექციასაც შავი ჭირის ბაქტერია იწვევს. რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობების მერე ავტორმა თავადაც გააკეთა განმარტებები. მაგალითად, ამერიკულ CBS-თან ინტერვიუში, ჯეიკობსონი ამბობს: "მე ეს წიგნი იმ ექსპერტებზე დაყრნობით დავწერე, რომლებიც მსოფლიოში გენეტიკურად მოდიფიცირებული პათოგენის შემთხვევით გავრცელების საფრთხეზე ღელავდნენ. მათი ნომერ პირველი წუხილი რუსეთი იყო. ეს იმიტომ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ რუსეთს ბიოლოგიური იარაღის არალეგალური პროგრამა აქვს. 80-იან წლებში და მანამდე, რუსეთს ძლიერი ბიოლოგიური იარაღის არალეგალური პროგრამა ჰქონდა. ირკუტსკში არსებული დაწესებულება, რომელიც ახლა განიხილება, ორმაგი დანიშნულების დაწესებულება იყო, რაც ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ის მართლაც აკეთებდა იმას, რასაც საჯაროდ ამბობდნენ (მაგალითად, საშიში პათოგენების საწინააღმდეგო სამედიცინო ზომების მიღების), მაგრამ ასევე, ბიოლოგიური იარაღის დაწესებულების დასამალად გამოიყენებოდა."

ამდენად, მტკიცება თითქოს "შავი ჭირი დაგეგმილი ოპერაციაა" ჯეიკობსონის წიგნის არსებობით არ დასტურდება, ავტორმა წიგნში გამოგონილი სცენარი იმ რეალურ საფრთხეებზე დაყრდნობით დაწერა, რაზეც, მისი თქმით, დარგის სპეციალისტები საუბრობდნენ.

რა არის ცნობილი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო გავრცელების შესახებ?

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ღამეს ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში 28 წლის დარია შიპილოვა გარდაიცვალა, რომელიც ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა (არქივი).

ირკუტსკის ოლქის შევლეხოვსკის რაიონის მერმა, მაქსიმ მოდინმა, 2 ოქტომბერს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაადასტურა, რომ შევლეხოვსკის რაიონულ საავადმყოფოში კარანტინი იყო გამოცხადებული. მანამდე მოდინმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან მრავალი შეტყობინება მიიღო, რომელშიც ისინი ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ითხოვდნენ.

2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელთან ერთად „რეგიონული სანიტარიული და ანტიეპიდემიური კომისიის საგანგებო სხდომას“ მართავდა.

მიუხედავად ცალკეული ცნობებისა, 7 ოქტომბერს, რუსეთის ჯანდაცვის უწყებამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) კომუნიკაციაში უარყო, რომ ციმბირში "შავი ჭირის" შემთხვევა დაფიქსირდა (არქივი). მოგვიანებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 10 ოქტომბერს რუსეთში მიმდინარე სიტუაციაზე უფრო დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა (არქივი). მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ არ ადასტურებს შავი ჭირის ფაქტს, WHO-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის გაურკვეველი დარჩნა ლაბორატორიის გარდაცვლილი თანამშრომლის დიაგნოზი და გარდაცვალების მიზეზი:

"2026 წლის 2 ოქტომბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მედიის ცნობების საშუალებით რუსეთის ფედერაციაში, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო (ანტიპესტურ) კვლევით ინსტიტუტში (APRI) თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

ამ ცნობების თანახმად, ადამიანი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. სიკვდილის მიზეზად სავარაუდოდ ფილტვის ჭირი განიხილებოდა, რაც ლაბორატორიულ გარემოში პროფესიულ ექსპოზიციას უკავშირდებოდა.

WHO-ს მიერ ინფორმაციის გადამოწმების მოთხოვნის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (2005) ეროვნულმა საკონტაქტო პუნქტმა (NFP) დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი და WHO-ს აცნობა, რომ ირკუტსკის ოლქში ბოლო პერიოდში ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე, ეროვნული სანიტარიული კანონმდებლობის შესაბამისად, გატარებული იყო პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები, ხოლო კონტაქტების ლაბორატორიული გამოკვლევებით მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა.

ხელისუფლების განცხადებით, ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, მედიის მიერ გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ. ასევე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებული მძიმე პნევმონიის სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა.

NFP-მ WHO-ს აცნობა, რომ როგორც პაციენტს, ისე ყველა კონტაქტს ჩაუტარდა ტესტირება სხვადასხვა მიკროორგანიზმზე, მათ შორის მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებზე. შემოწმებულ მაღალი საფრთხის შემცველ პათოგენებზე ტესტების შედეგები უარყოფითი იყო.

ყველა კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე სახლში და დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში მათ არანაირი სიმპტომი არ გამოუვლენიათ.

კარანტინის ღონისძიებები გატარდა იმ საავადმყოფოში, სადაც პაციენტი მკურნალობდა.

NFP-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, WHO-ს ამ ეტაპზე არ გამოუვლენია მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებული ინფექციის მიმდინარე გადაცემის არსებობაზე მიუთითებს.

მთავარ გაურკვეველ საკითხს ლაბორატორიის გარდაცვლილ თანამშრომელთან დადასტურებული დიაგნოზის არარსებობა წარმოადგენს.

WHO გააგრძელებს ვითარების მონიტორინგს და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე შეაფასებს ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის შესაძლო შედეგებს."

WHO შავი ჭირის შესახებ:

  • შავ ჭირს ბაქტერია Yersinia pestis იწვევს — ზოონოზური ბაქტერია, რომელიც, როგორც წესი, მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და მათ რწყილებში გვხვდება.
  • Y. pestis-ით ინფიცირებულ ადამიანებს სიმპტომები ხშირად უვითარდებათ ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც 1-7 დღემდეა
  • ბუბონური ჭირი ჭირის ყველაზე გავრცელებული კლინიკური ფორმაა. მისთვის დამახასიათებელია მტკივნეულად გადიდებული ლიმფური კვანძები, ე.წ. ბუბონები. შედარებით იშვიათი, თუმცა მძიმე ფორმებია სეპტიცემიური და ფილტვის ჭირი.
  • ჭირი ცხოველებიდან ადამიანებზე და ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული რწყილის ნაკბენით, ინფიცირებულ ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით და ინფიცირებული რესპირატორული ნაწილაკების ჩასუნთქვით.
  • ადამიანებში ჭირი შეიძლება ძალიან მძიმე დაავადება იყოს: ბუბონური ჭირის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-დან 60%-მდეა, ხოლო ფილტვისა და სეპტიცემიური ჭირი მკურნალობის გარეშე ყოველთვის ფატალურია.
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტურია ჭირის გამომწვევი ბაქტერიის წინააღმდეგ, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას შეიძლება ნიშნავდეს.
  • ადამიანებში ჭირი რამდენიმე ქვეყანაში კვლავ ენდემურ დაავადებად რჩება. 2019–2025 წლებში WHO-სთვის შეტყობინებული შემთხვევების უმეტესობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მადაგასკარში დაფიქსირდა.

WHO ჭირის ინფექციის სამ ძირითად ფორმას გამოყოფს: ბუბონური, ფილტვის და სისხლის ინფექციის (სეპტიცემიური) ფორმა (არქივი).

  • ბუბონური ჭირი ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას ინფიცირებული რწყილის ნაკბენი იწვევს. ბაქტერია Y. pestis ნაკბენის ადგილიდან ორგანიზმში ხვდება და ლიმფური სისტემის გავლით უახლოეს ლიმფურ კვანძში გადადის, სადაც მრავლდება. ამის გამო ლიმფური კვანძი შუპდება, მტკივნეული ხდება და მას ბუბონი ეწოდება. დაავადების მძიმე შემთხვევაში შეშუპებული კვანძი შეიძლება ჩირქით სავსე ღია ჭრილობად გადაიქცეს. ბუბონური ჭირის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია. თუ ინფექცია ფილტვებში გავრცელდა, შეიძლება განვითარდეს ფილტვის ჭირი, ხოლო თუ სისხლში გავრცელდა — სეპტიცემიური ჭირი.
  • ფილტვის ჭირი ჭირის ყველაზე მძიმე და ადვილად გადამდები ფორმაა. მისი ნიშნები ზოგჯერ ინფიცირებიდან მხოლოდ 24 საათში ჩნდება. ფილტვის ჭირით დაავადებულ ადამიანს შეუძლია ინფექცია სხვა ადამიანს სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი წვეთებისა და ნაწილაკების საშუალებით გადასდოს. თუ დაავადება დროულად არ გამოვლინდა და მკურნალობა არ დაიწყო, ის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. თუმცა, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, განსაკუთრებით სიმპტომების დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელების შანსი მაღალია.
  • სეპტიცემიური ჭირი ვითარდება მაშინ, როდესაც Y. pestis-ის ბაქტერია სისხლში სწრაფად მრავლდება. ის შეიძლება ჭირის სხვა ფორმებისგანაც განვითარდეს. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გართულებები, მათ შორის ორგანოების დაზიანება ან მათი მუშაობის შეწყვეტა, ქსოვილების დაზიანება, სუნთქვის გაძნელება და კანქვეშ სისხლჩაქცევები. მკურნალობის გარეშე სეპტიცემიური ჭირი სასიკვდილოა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ბაქტერიული ვაქცინოლოგიის კლინიკური ასოცირებული პროფესორის, დოქტორ მალიკ გიბანის თქმით (არქივი), „ფილტვის ჭირი ჭირის დაავადების ძალიან მძიმე გამოვლინებაა. ზოგიერთ სახელმძღვანელოში წერია, რომ მკურნალობის გარეშე მისი სიკვდილიანობა 100%-ია, თუმცა თანამედროვე ეპოქაში ზუსტი მაჩვენებლების დადგენა რთულია. მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე იწყება.

სწორედ ამიტომ, მაღალი რისკის შემცველ ექსპოზიციასთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება დაენიშნოს ანტიბიოტიკებით პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა და/ან დაექვემდებაროს კარანტინს.“

12 ოქტომბრის მონაცემებით, დაუდგენელია რუსეთში გარდაცვლილი ლაბორანტი ფილტვის ჭირით იყო დაინფიცირებული თუ არა.

ყველა პოსტის ნახვა

გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია
გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია
აპრ 15, 2026
გადათხრილი ბულვარი - ქუთაისის მოსახლეობას, 7 მლნ ლარი - კომპანიას ავანსად
გადათხრილი ბულვარი - ქუთაისის მოსახლეობას, 7 მლნ ლარი - კომპანიას ავანსად
იან 21, 2025
რა ვიცით აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით?
რა ვიცით აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით?
დეკ 27, 2024
სოციალურ ქსელში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციიდან მანიპულირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციიდან მანიპულირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 08, 2025
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავას ინტერვიუს მანიპულირებული მონაკვეთი გავრცელდა
ივლ 22, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.