Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციიდან მანიპულირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციიდან მანიპულირებული ვიდეო ვრცელდება

სექტემბერს 8, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: ტყუილი
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო (1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული) აღწერით: „ცეცხლი საქართველოსო… ეზიზღებათ საქართველო და ქართველები ამ მოღალატეთა ერთ მუჭა ბრბოს“; “ცეცხლი საქართველოსო” უკვე ვეღარ მალავენ როგორ სძულთ ეს ქვეყანა!“. ვიდეო პრო-ევროპული აქციიდან ვრცელდება მოჭრილი სახით და ამგვარ აღწერასთან ერთად შეცდომაში შემყვანია. სინამდვილეში, სრულ ვიდეოში აქციის მონაწილეების სხვა შეძახილი ისმის.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის პრო-ევროპული პროტესტის მონაწილეების შეძახილი „[ეს] პოეტი ზვიად რატიანის დამსახურებაა. თავისუფლება ზვიად რატიანს!“. ამასთანავე, ვიდეოში ცხადად ჩანს, რომ მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით: „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 20 აგვისტოს თბილისში პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა სახელად – „ზვიად რატიანის თავისუფლებისთვის“. აქციის ფარგლებში მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

აღნიშნული საპროტესტო აქციიდან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა სხვადასხვა რაკურსით (მაგალითი 1, 2), მათ შორისაა მხატვარ ირაკლი სოსელიას ე.წ. ლაივ-ვიდეო (დაარქივებული ბმული). როგორც ვიდეოში ჩანს, ირაკლი სოსელია პროტესტის მონაწილეთა სწორედ იმ ჯგუფთან ერთად შეუერთდა ჯაჭვს, რომელსაც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოებში ვხედავთ. მის მიერ გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეოში კი გარკვევით ისმის ამ მარშის მონაწილეების შეძახილები, მათ შორის ის მონაკვეთიც, რომელსაც Facebook-მომხმარებლები მოჭრილი სახით ავრცელებენ.

ის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მანიპულაციური ვიდეო და სოსელიას ლაივ-ვიდეო ერთსა და იმავე აქციას აღწერს, ვიდეოს ვიზუალური შედარებითაც დასტურდება. ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს იმ ნაწილში, რომელშიც პროტესტის მონაწილეები, Facebook-ანგარიშების მტკიცებით, ამბობენ – ცეცხლი საქართველოს, ვხედავთ, რომ კადრში პოლიციის თანამშრომელი გარბის.

პოლიციის სირბილის ეპიზოდი ჩანს ირაკლი სოსელიას ვიდეოშიც, ზუსტად იმ მონაკვეთში, როდესაც პროტესტის მონაწილე ამბობს „დასავლეთ საქართველოს“ (1:51 წუთი).

რაც შეეხება პროტესტის მონაწილეების რეალურ შეძახილს, ფეისბუქ ლაივ-ვიდეოს 0:53 წუთზე ისმის შემდეგი ტექსტი: „დღეს ჩვენს ქვეყანაში 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავს. პოლიტიკურ პატიმრებს შორის არის პოეტი ზვიად რატიანი. ზვიად რატიანი აგვისტოს ომის მონაწილეა. აგვისტოს ომის დღეებში ზვიად რატიანი მუშაობდა კომპანია „ჯეოსელში“. ის დათანხმდა ფრონტზე წასვლას მაშინ, როდესაც ოკუპანტები ბოჭკოვან კაბელებს აფეთქებდნენ. თქვენ თუ აგვისტოს ომის დღეებში ჯარისკაცებს უკავშირდებოდით, ეს ზვიად რატიანის დამსახურებაა. თქვენ თუ აგვისტოს ომის დღეებში ტელევიზორს უყურებდით, ეს ზვიად რატიანის დამსახურებაა. აგვისტოს ომის დღეებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო რომ კავშირს არ კარგავდა, ეს პოეტის ზვიად რატიანის დამსახურებაა. თავისუფლება ზვიად რატიანს!“.

ამრიგად, აქციის ორიგინალ ლაივ ჩანაწერში არ დასტურდება შეძახილის „ცეცხლი საქართველოს“ არსებობა.

ყველა პოსტის ნახვა

დეზინფორმაცია: უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტისას აეროპორტში მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები დახვდნენ
დეზინფორმაცია: უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ში ვიზიტისას აეროპორტში მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები დახვდნენ
ოქტ 23, 2025
დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან
დეზინფორმაცია: მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრიან
ოქტ 26, 2024
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მცდარი კონტექსტით ვრცელდება
დეკ 04, 2025
დეზინფორმაცია: უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მართლმადიდებლური ტაძარი ღამის კლუბად გადააკეთეს
დეზინფორმაცია: უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში მართლმადიდებლური ტაძარი ღამის კლუბად გადააკეთეს
ოქტ 17, 2024
სოციალურ ქსელში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ყალბი ციტატა ვრცელდება
სექ 01, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.