Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
    • პრებანქინგი
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია

გავრცელებული ვიდეო მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში განზრახ ჩაჭრაზე AI გენერირებულია

აპრილს 15, 2026 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: საგაზეთო სტატია
გაზიარება

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების ვიზუალით ვრცელდება ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ მართვის მოწმობის გამოცდაზე ადამიანებს მიზანმიმართულად ჭრიან, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს. ვიდეოში ჩანს ქრონიკის წამყვანის ნათია სონღულაშვილის გამოსახულებაც, რაც გავრცელებულ მასალას მეტ დამაჯერებლობას სძენს.


სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დატანილია TikTok ანგარიშის სახელი - bb.basa, რაც მიანიშნებს, რომ ვიდეოს პირველწყარო TikTok არხია. აღნიშნულ არხზე მართლაც იძებნება ვიდეო სათაურით "მართვის მოწმობა თუ ლეგალური რეკეტი", სადაც საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დროს ადამიანების განზრახ ჩაჭრაზეა საუბარი. გამავრცელებელ არხს bb.basa არხის აღწერაში მითითებული აქვს, რომ ის გასართობ საინფორმაციო გვერდს წარმოადგენს, სადაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი რეალისტური ვიდეოები ქვეყნდება. ამდენად, მართვის მოწმობის შესახებ გავრცელებული ვიდეოც, დიდი ალბათობით, AI-შექმნილია.

გარდა TikTok-არხის აღწერის ველში არსებული მითითებისა, ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის კვალზე რამდენიმე მახასიათებელი მიანიშნებს. მაგალითად, თვალშისაცემი უზუსტობაა, რომ ჟურნალისტის პირის მოძრაობა და ვიდეოში არსებული ხმოვანი ნაწილი ერთმანეთს არ ემთხვევა. დამატებით, ვიდეოში მე-19 წამზე გამოსახული ადამიანების ვიზუალი ზედმეტად პრიალა და გლუვია, რაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალების ერთ-ერთი მახასიათებელია.

დამატებით, "ჯეოფაქტსმა" ტელეკომპანია იმედის სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე ვერ მიაკვლია მსგავსს ინფორმაციას, სადაც ტელევიზიამ მართვის მოწმობის გამოცდაში მოქალაქეების განზრახ ჩაჭრაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ამდენად, სინამდვილეში სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება
აგვ 22, 2025
ირაკლი კობახიძე:  გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
ირაკლი კობახიძე: გასული 2.5 წლის განმავლობაში შევქმნით 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი
დეკ 06, 2024
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სოციალურ ქსელში ევროპარლამენტიდან ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება
სექ 10, 2025
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვლადიმირ პუტინის Deepfake ვრცელდება
აპრ 07, 2025
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
„იმედი“ „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
ნოე 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.