Geo Facts
გადაგვამოწმებინე ფაქტი
  • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • სარედაქციო კოდექსი
    • შესწორების პოლიტიკა
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მეტწილად სიმართლე
    • მცდარი
    • ნახევრად სიმართლე
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • პოზიცია შეცვალა
    • სატირა
    • ტყუილი
    • კონტექსტის გარეშე
    • რედაქტირებული
    • არ შესრულდა
  • საგაზეთო სტატია
  • გადამოწმებული ფაქტები
  • თემები
    • განათლება
    • ეკონომიკა
    • პოლიტიკა
    • სამართალი
    • ჯანდაცვა
    • კლიმატის ცვლილება
  • IFCN-ის პრინციპები
ქართული
ENGLISH RUSSIAN
შენ შეგიძლია მოძებნო სიახლეები - ID
ან სიახლის დასახელებით
სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება

აპრილს 15, 2025 · გადამოწმებული ფაქტები · ვერდიქტი: კონტექსტის გარეშე

სოციალურ ქსელში ჩეხეთის პრეზიდენტ, პეტრ პაველის შემდეგ ციტატას ავრცელებენ: „უკრაინას გამარჯვების შანსი უკვე 2023 წელს არ ჰქონდა. პირველი კონტრშეტევის დროს. წარმატებული შეტევისთვის აუცილებელია ძალების ბალანსი მინიმუმ 3:1 და სასურველია 5:1, თუმცა ძალების ბალანსი უკრაინასა და რუსეთს შორისაც კი იყო რუსეთის სასარგებლოდ. უკრაინას მოუწევს „აღიაროს ის რეალობა, რომელიც არსებობს“. პოსტი 2025 წლის 23 მარტსაა გამოქვეყნებული და დამატებით აღნიშნულია, რომ ამ განცხადებამდე 3 დღით ადრე პეტრ პაველმა შემდეგი რამ თქვა: „უკრაინა ამ ომს იგებს, რუსეთს შანსი არ აქვს“. სინამდვილეში, ჩეხეთის პრეზიდენტის ციტატა უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით სრულად არ არის მოცემული, რაც მის განცხადებას კონტექსტს უცვლის.

2025 წლის 22 მარტს ჩეხეთის პრეზიდენტმა European Pravda-სთან საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინამ ორი წლის წინ დიდი კონტრშეტევა დაიწყო, ის არ იყო კარგად აღჭურვილი რეალური წარმატებისთვის. სამხედრო თეორია ამბობს, რომ წარმატებული შეტევისთვის საჭიროა ძალების შეფარდება მინიმუმ 3:1 ან უკეთეს შემთხვევაში 5:1, და იმ დროისთვის უკრაინისა და რუსეთის ძალების შეფარდება ჯერ კიდევ რუსეთის სასარგებლოდ იყო. ამიტომ ნათელი იყო, რომ კონტრშეტევა იმდენად წარმატებული ვერ იქნებოდა, რომ ყველა ტერიტორია გაეთავისუფლებინათ. ახლა აქ ვართ, და ვფიქრობ, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის უკრაინის მხარდაჭერა ისეთ დონეზე, რომ მან შეძლოს შეინარჩუნოს თავისი ტერიტორიები, არ დაკარგოს კიდევ უფრო მეტი და ძალიან მალე შექმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისა და შემდგომი მშვიდობისთვის“. კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თვლის, ეს კონფლიქტი კომპრომისით გადაწყდება: „თუმცა, მჯერა, რომ კომპრომისი არ უნდა ნიშნავდეს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის საკუთრებად აღიარებას, არამედ რეალობის აღქმას, რომ უკრაინის ნაწილი ამჟამად და გარკვეული დროით დროებით ოკუპირებული იქნება რუსეთის მიერ“, – თქვა ინტერვიუში პეტრ პაველმა.

საგულისხმოა, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში პეტრ პაველი არსად ამბობს ფრაზას, რომ „უკრაინას მოუწევს „აღიაროს ის რეალობა, რომელიც არსებობს“. გარდა ამისა, პოსტში არსებული მტკიცება, თითქოს „სამი დღის წინ“ ჩეხეთის პრეზიდენტს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა – მცდარია. პეტრ პაველის განცხადება მსგავსი ფორმულირებით სანდო მედიების ვებგვერდებზე ან მის ოფიციალურ X-ის ანგარიშზე არ იძებნება. ამასთან, Facebook-ზე გავრცელებული პოსტი არ უთითებს წყაროს და არ აკონკრეტებს, სად გააკეთა ჩეხეთის პრეზიდენტმა მსგავსი განცხადება.

გარდა ამისა, European Pravda-სთან ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე, 2025 წლის 18 მარტს, პეტრ პაველი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მიმართვაში პეტრ პაველს იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი ფრაზა არსად უხსენებია.

„ჯეოფაქტსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩეხ კოლეგებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის მსგავსი ციტატა არც ჩეხურ მედიაში იძებნება.

შესაბამისად, გავრცელებული პოსტის ერთი ნაწილი მანიპულაციურია, ხოლო მეორე, რომლის თანახმადაც, თითქოს ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ომს იგებს და რუსეთს შანსი არ აქვს, ყალბია.

 

 

ყველა პოსტის ნახვა

სოციალურ ქსელში ბარონ ტრამპს მისი მხარდამჭერი X გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მიაწერენ
სოციალურ ქსელში ბარონ ტრამპს მისი მხარდამჭერი X გვერდის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მიაწერენ
სექ 12, 2025
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება
სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მადისკრედიტებელი შინაარსის პოსტები ვრცელდება
ნოე 20, 2024
უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
უკრაინაში ინდოეთიდან და პაკისტანიდან შესული შრომითი მიგრანტების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება
მაი 11, 2026
სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
სოციალურ ქსელში 2024 წლის არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამართული აქციების მადისკრედიტებელი რედაქტირებული პოსტი ვრცელდება
ნოე 27, 2024
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სოციალურ ქსელში ილიკო სუხიშვილის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება
სექ 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.